• რეკლამა
  • კონტაქტი
20:05, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იარაღი გადატენა და მითხრა – პირი გააღე შე ნაბო..როო…” – დაკავებულები შსს-ს წამებაში ადანაშაულებენ

ალია ავტორი - ალია
19:45 05-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
143

მუქარა იარაღის გამოყენებით, ფიზიკური ძალადობა წყლით სავსე ბოთლით და წამება პოლიციის განყოფილებაში. მარიხუანას კულტივაციის ბრალდებით დაკავებული, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს სასტიკ ძალადობაში ადანაშაულებს.

გიორგი სლოევი ამტკიცებს, რომ პოლიციის განყოფილებაში მას სამართალდამცველები საათების განმავლობაში აწამებდნენ და  დანაშაულის აღიარებას სთხოვდნენ.

გიორგი სლოევთან ერთად დაკავებული კიდევ ერთი პირი, სერგო კულეში “პირველებთან” ამბობს, რომ მასზე სამართალდამცავებმა პოლიციის მანქანაში იძალადეს. 

ახალგაზრდა ირწმუნება, რომ პოლიციის მაღალჩინოსანმა ტყვიები და ნარკოტიკული საშუალებები აჩვენა და უთხრა, აერჩია, რომელი ჩაედოთ მისთვის. 

მისივე თქმით, საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში დაკავებულებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა გაგრძელდა. მეტიც, კულეშის მონაყოლის თანახმად, დაკითხვისას პოლიციის თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღი რამდენჯერმე გადატენა. 

მითხრეს, აგერ ჩვენი უფროსი მოვიდაო, ვინც საჭესთან იჯდა, უთხრა რომ – არ ტყდება ეს ნაბო..რი, რის შემდეგაც მანქანის კარებთან მოვიდა, კარი გამოაღო და ბოთლი რამდენჯერმე ჩამარტყა. როცა ვიკითხე, რატომ მირტყამდა – მიპასუხა – რა, გეტკინაო?!

საჭესთან ვინც იჯდა, მან ე.წ. ბარდაჩოკი გამოაღო, ამოიღო ტყვიები. აგერ ამოირჩიე, “გეკოს” ტყვიები, ან ბუშტის მსგავს რაღაცაში იყო ნარკოტიკი და ყუთში ტაბლეტები, მითხრა, ამოირჩიე, რომელი ჩაგიდოო. 

დასაკითხ ოთახში როცა შემიყვანეს, ახალგაზრდა პოლიციელი შემოვარდა, იარაღი გადატენა და მითხრა – პირი გააღე შე ნაბო..როო”- აცხადებს “პირველებთან” სერგო კულევი. 

წყარო – ტვ პირველი

თეგები: შსს

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved