კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ საკრუიზო გემ „Diamond Princess“-ზე იაპონიაში 70-ს მიაღწია.
არსებული ინფორმაციით, ვირუსი კიდევ ექვს ადამიანს დაუდასტურდა, რომლებიც ევაკუირებულები არიან.
მედიის ცნობით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში ახალი კორონავირუსით 89 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ინფიცირებულთა რიცხვმა 37 198-ს მიაღწია.
ამასთან, ჩინეთში ახალი ვირუსით ამერიკის ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ის 60 წლის იყო.
კომენტარები