• რეკლამა
  • კონტაქტი
20:52, კვირა, 23 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

იანვარში, თბილისის მაცხოვრებლებს ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის მიწოდება არ შეუწყდება – სემეკის წევრი, გიორგი ფანგანი

ალია ავტორი - ალია
18:54 01-06-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
53

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა ბოლო შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ და შპს „ჯორჯიანუოთერ ენდ ფაუერის“ მიერ ბოლო დღეებში განხორციელებულ დარიცხვებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი განცხადებით, იანვარში, თბილისის მაცხოვრებლებს ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის მიწოდება არ შეუწყდებათ.

 „დარიცხვებთან დაკავშირებით კომისიაში მოქალაქეთა ბევრი ზარი შემოვიდა. კომპანიებთან ერთად განვიხილეთ დარიცხვების საკითხი და როგორც „თელმიკო“ ასევე „ჯოrჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ იანვარში, შესაძლო გადაუხდელობის გამო,  მოქალაქეებს არ  შეუწყვეტენ მომარაგებას. მათ ექნებათ საშუალება, რომ დარიცხული თანხა დაფარონ მოგვიანებით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებიან დარიცხვას, მოქალაქეებს შეუძლიათ მოგვმართონ ყველა საკითხის ინდივიდუალურად შესასწავლად. „თელმიკომ“ დაიწყო დარიცხვების გადამოწმება და ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მოქალაქეების ნაწილს უკვე დაუკორექტირდა დარიცხული თანხები“, –    განაცხადა გიორგი ფანგანმა.

მისივე თქმით, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ტარიფები არ გაზრდილა და ზრდა არც განიხილება: „ 2022 წლის პირველი იანვრიდან ტარიფები არ შეცვლილა და ძალაშია კომისიის მიერ წინა პერიოდში მოქმედი სამომხმარებლო ტარიფები.  ტარიფების ზრდა არ განიხილება. ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სხვა კერძო პირები თავისი ინტერესებისთვის იყენებენ ტარიფების თემას და არასწორ ინფორმაციას აწვდიან მოქალაქეებს. მინდა ვთხოვო ყველა მოქალაქეს, რომ ტარიფების შესახებ, მხოლოდ სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დაეყრდნოს. ტარიფების მატებაზე საუბარი გამოიწვია სუბსიდირების ერთი კონკრეტული მიმართულების დასრულებამ, რომელიც შეეხებოდა 300 კვტ/სთ-მდე მოხმარების შემთხვევაში ძველსა და ახლა ტარიფს შორის სუბსიდირებას. თუმცა, დღემდე მოქმედებს სხვადასხვა სუბსიდირების პროგრამა. საშუალოდ, წელიწადში, ენერგეტიკის სექტორში მთავრობის მიერ 300-400 მილიონი ლარის ოდენობის სუბსიდირება ხორციელდება“, – აღნიშნა კომისიის წევრმა და განმარტა, რომ სუბსიდირების შესახებ გადაწყვეტილების მიღება არ შედის სემეკის კომპეტენციაში.   

გიორგი ფანგანმა ისაუბრა, თუ რამ გამოიწვია 2 ქვითრის მიღება: „ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმის ჭრილში, მოგეხსენებათ, ძალიან ბევრ მიმართულებაზე ვმუშაობთ, მათ შორის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულებაა მოხმარებული ენერგიის აღრიცხვიანობა. მრიცხველების „ბლოკური“ წაკითხვა პრობლემებს ქმნიდა მოქალაქეებისთვისაც. კერძოდ,  ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც წესებით განსაზღვრული 30 დღის ნაცვლად, მრიცხველის წაკითხვა ხდებოდა 31, 32 ან 33 დღეს და  საფასურის დარიცხვაც ხდებოდა ტარიფის მაღალი საფეხურით, რაც რეგულაციის უხეში დარღვევაა.  ამასთანავე,  არაერთხელ მოგვმართეს პენსიონერებმა გადახდის ვადების ცვლილებაზე, რადგანაც კომპანიები ელექტროენერგიის საფასურის გადახდას ითხოვდნენ იმაზე ადრე, ვიდრე მათ ერიცხებოდათ პენსია. იყო შემთხვევები, როდესაც მათ  გადაუხდელობის გამო თიშავდნენ ქსელიდან. იმის გარდა, რომ ელექტროენერგიის გარეშე რჩებოდნენ, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურთან ერთად, უწევდათ დამატებითი თანხის გადახდა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენაზე. 

მრიცხველის წაკითხვის სისტემის ცვლილებიდან გამომდინარე, მოქალაქეთა ნაწილმა 2 ქვითარი მიიღო. როგორც თავიდანვე გვქონდა დაანონსებული მოსახლეობისათვის, 2 ქვითარი მხოლოდ ე.წ. გარდამავალ პერიოდს უკავშირდება. მომდევნო თვეებში მოქალაქეები მიიღებენ მხოლოდ ერთ ქვითარს“, –  განაცხადა გიორგი ფანგანმა.

თეგები: სემეკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს

09:00 08-23-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved