• რეკლამა
  • კონტაქტი
16:51, ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ჰოდა, იქნებ მიწიდან თავი ამოიღოთ, კრიტიკულ მედიას რეკლამა მიუტანოთ” – გიორგი ქადაგიძე

ალია ავტორი - ალია
20:11 07-14-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,316

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე:

,,მცირე შეჯამება რომ გავაკეთოთ: ქართული სახელმწიფოს მიმტაცებელმა ოლიგარქ ივანიშვილმა, თავისი სანდო ადამიანი დანიშნა ფონდის მმართველად. გიორგი ბაჩიაშვილი იყო მისი მთავარი ხელი ბიზნეს სექტორში, რომლისთვის ყველა კარი ღია იყო, კანონები იწერებოდა და იცვლებოდა თუ ფონდს ასე დასჭირდებოდა (გლდანის ბიტკოინის ქარხანა რად ღირს მხოლოდ).

ერთ დღეს, გიორგი ბაჩიაშვილმა ოლიგარქის თანხმობით, ოლიგარქის ბანკიდანვე ფული ისესხა. წავიდა და ბიტკოინები იყიდა, შედეგად დიდძალი მოგებაც ნახა და სესხიც პირნათლად გაისტუმრა. გაიგო ოლიგარქმა, ფული უშოვია ჩემ ქვეშევრდომსო. გადაწყვიტა, ჩემია ეგ ფულიო, ჩემი კრედიტით იშოვეო და დააბრუნეო.

ჯერ მოტყუებით ჩამოიყვანა ამერიკიდან, შემდეგ მოიტაცა არაბეთიდან, გზაში რამდენიმეჯერ სახელმწოფო ინტერესები გაყიდა ჩამოყვანა რომ შესაძლებელი გამხდარიყო. პროცესში თავისივე ჯიბის ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილება გამოატანინა, ჰო აბა რა, კრედიტი კი არა, წილი მეკუთვნოდა, ქურდიაო. შემდეგ გამოკეტა საკანში, სადაც ციხის ადმინისტრაციას უთხრა, შეუყვანეთ თქვენიანი პატიმარი და ცემონ/აწამონ სანამ კოდებს არ იტყვის სად აქვს ფულიო.

ამ დროს საქართველოს ე.წ ბიზნეს ასოციაცია გამოდის და ეკონომიკური ზრდა გვაქვს, კანონის უზენაესობა და ყველფერი ყვავისო.

ჰოდა, ძვირფასო ბიზნესმენებო, ხვალ რომ კრიმინალი, ფეესბე ან სულაც ძველი პარტნიორი (თქვენზე ადრე რომ დაალაგა) მოგადგებათ და თავის “კუთვნილ წილს” მოითხოვს, ვისთან წახვალთ შველაზე? იცით ვინ გიცავთ დღესაც? გეტყვით!

რუსთაველს რომ კეტავენ ყოველ დღე, ეგ ხალხი გიცავთ. ციხეში რომ სხედან სინდისის პატიმრები ეგენი გიცავენ თავისი გაუტეხლობით. პოლიტპატიმრები გიცავენ რეჟიმთან არათანამშრომლობის გამო რომ ციხეში არიან. აქტივისტები გიცავენ ყოველდღე რომ ქუჩაში ხვდება რეჟიმი და არ შინდებიან. სამი კინკილა ოპოარხი გიცავთ რეკლამის განთავსებას რომ ვერ ბედავთ, პროდასავლური ოპოლიდერები გიცავენ, შინ და ევროპაში ვინც იბრძვის.

ჰოდა, იქნებ მიწიდან თავი ამოიღოთ, კრიტიკულ მედიას რეკლამა მიუტანოთ, ოპოპარტიებს დაფინანსება მისცეთ, სინდისის პატიმრების ოჯახებს ფინანსური დახმარება გაუწიოთ, აქტივისტებს ჯარიმების გადახდაში შეეხიდოთ და ზოგადად ამ ქვეყნის რუსიფიკაციის წინააღმდეგ ვინც იბრძვის საკუთარი ჯანმრთელობის და თავისუფლების ფასად, მადლობა გადაუხადოთ.

სირცხვილია, როცა პროტესტის მონაწილეებს ჯარიმების ფულს 20 და 50 ლარებით ვუგროვებთ ფეისბუქზე, ნანუკა სინდისის პატიმრების საჭიროებისთვის პოსტს დებს ყოველ თვე, დახმარების ფონდის დამაარსებელი რამდენიმე ათას ლარ დონაციაზე გვახარებს, კრიტიკული მედია მედია ხელფასებს ვერ იხდის, ოპოპარტიები მინიმალური ფინანსებით ოპერირებენ და ა.შ. თქვენი სირცხვილია!

ეს თქვენი თავისთვის უნდა გააკეთოთ. ამით თქვენ შრომას და ბიზნესს დაიცავთ, თქვენ
კაპიტალს გადარჩენთ და იქნებ მოგეწონოთ კიდეც საკუთარი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის საქმის კეთება.“

თეგები: გიორგი ქადაგიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:13 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved