• რეკლამა
  • კონტაქტი
12:31, სამშაბათი, 16 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ჰო, ჩვენ ავადმყოფი ერი ვართ” – გოჩა მირცხულავა

ალია ავტორი - ალია
03:59 06-16-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,138

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:

,,ჩვენ დეგრადირებული, აზროვნება დამახინჯებული და ისტორიული მეხსიერება დაკარგული ერი ვართ. ჰო, ვიცი, ბევრს ეწყინება.მაგრამ რას ვიზამთ.
ერი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ღირსებისა და მონობის გზაჯვარედინზე იდგა და მეტისმეტად ხშირად მონობას ირჩევდა, სხვა რა არის?
მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნემდე ჩვენ გვქონდა არა სრულყოფილება, არა უცოდველობა, არა სიბრძნე, მაგრამ ღირსება ნამდვილად.
დიახ, თავისი დაცემებით, ცოდვებით, შუღლითა და შეცდომებით, მაგრამ ღირსება.
ოქროს საწმისის დაკარგვას წესით მიწისაგან აღგვა უნდა მოჰყოლოდა.დიახ, იმ ოქროს საწმისის დაკარგვას, რომელსაც დღეს ვიღაცები უბრალოდ ცხვრის ტყავად აღიქვამენ.
მაგრამ ამ მარცხმა დავით აღმაშენებელი შვა. მეფე, რომლისაც ქართველების უმეტესობას უფრო ეშინოდა და სძულდა, ვიდრე უყვარდა. და სწორედ აღმაშენებლისგან დაიბადა თამარის ეპოქა.
სწორედ მაშინ დავიბრუნეთ ოქროს საწმისი – მოვიდა შოთა რუსთაველი. ტყავზე გაფინა სიბრძნე და კაცობრიობას ცხოვრების კონსტიტუცია დაუტოვა – სიყვარული, მეგობრობა, თანადგომა, ერთგულება, ადამიანობა და ჯამში -ღირსება.
მაგრამ ჩვენ შეგვეშინდა. ისე შეგვეშინდა, რომ რუსთაველის წაკითხვის ნაცვლად მისი დაწვა, განადგურება და დავიწყება ვარჩიეთ. ღმერთს ღმერთის სახელით ვებრძოდით. ღირსებას ფეხქვეშ ვთელავდით.
ბოლოს იქამდეც მივედით, რომ ცოტნე დადიანის ადამიანური სოლიდარობაც კი გმირობად შევრაცხეთ. დაფიქრდით. რამდენად ავადმყოფი უნდა იყოს საზოგადოება, რომ მეგობრისა და ძმის გვერდით დგომა გმირობად ჩათვალოს? განა ყველა ცოტნე არ უნდა ყოფილიყო? განა ყველა ავთანდილი არ უნდა ყოფილიყო? მაგრამ არა. ვერ იავთანდილა ერმა.
ჩვენ გმირებად ისინი გამოვაცხადეთ, ვინც უბრალოდ ადამიანებად დარჩნენ. ხოლო დანარჩენებმა მონობასთან თანაცხოვრება ვარჩიეთ. საუკუნიდან საუკუნემდე. პატრონიდან პატრონამდე.
მერე კნიაზის ენაზე ამეტყველდა ერი, მერე ბატონის. მერე იმპერიის. მერე პარტიის.
და ბოლოს საკუთარი ჩეჩმის სუნსაც ისე შეეჩვია, როგორც შინაურ სურნელს.
ჰო – სამწუხაროდ.
ჩეჩმის სუნს შეეჩვია ერი. რადგან მონობას სწორედ ჩეჩმის სუნი აქვს.
სუნი ყველაფერს აქვს – ღირსებასაც, თავისუფლებასაც. და ყველაზე დიდი ტრაგედია მაშინ იწყება, როდესაც ერი ვეღარ არჩევს ამ სუნებს ერთმანეთისგან. როდესაც თავისუფლება საფრთხედ ეჩვენება. ღირსება – ზედმეტ ტვირთად. ხოლო ჩეჩმის სუნი – ნორმად.
ყოველ ჯერზე ისტორია გვაძლევდა შანსს. ყოველ ჯერზე მოდიოდნენ ადამიანები, რომლებიც ჩვენზე დიდები იყვნენ. და ყოველ ჯერზე ვპოულობდით გზას, რომ ისინი მარტო დაგვეტოვებინა ან მოგვეკლა.
ჩვენ ისინი ვართ, ვინც საკუთარი ხელით მოვკალით კაცი, რომელსაც ერის მამას ვეძახით.
ჩვენ ისინი ვართ, ვინც პოეზიას მკერდიდან მიხაკი ავაგლიჯეთ და მაინც რომ არ მოკვდა, მერე საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავაგდეთ.
ჩვენ ისინი ვართ, ვინც თავისუფლებას თვალებში უყურებდა და მაინც პატრონს ეძებდა.
ჩვენ ისინი ვართ ვინც ზვიადად მომავალნი ვერ ვნახეთ და სამსხვერპლოზე ზიადი შევწირეთ.
და დღეს? დღესაც იგივე ვართ. 35 წელი გავიდა. 35 წელი გაფლანგული შესაძლებლობების. 35 წელი თავისუფლების მიღებისა და მაინც ჩეჩმაში ყოფნის არჩევის.
მხოლოდ ერთი რამ მაძლევს იმედს. კვლავაც გვყვანან ავთანდილები. ბევრი არა. მაგრამ გვყვანან.
კვლავაც არსებობენ ადამიანები, მათ შორის პირტიტველა ბიჭები, რომლებსაც არ ეშინიათ თქვან: „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი.“ სანამ ასეთი ადამიანები არსებობენ, ყველაფერი დაკარგული არ არის.
მაგრამ… ჯერაც ავთანდილის ნაცვლად ყვარყვარეს ვირჩევთ, ღირსების ნაცვლად კომფორტს, თავისუფლების ნაცვლად პატრონს, ჩეჩმის სუნს სუნამოდ ვასაღებთ და ვერ ვიგებთ, რა გვჭირს.
ჰო, ჩვენ ავადმყოფი ერი ვართ, სხვაგვარად ერთ ადამიანსაც კი არ მოუვიდოდა აზრად, ეთქვა – „თოფურიამ გაყიდა.“
ა, ერთმა თქვა და ერი რა შუაშია?
ამ კითხვას მხოლოდ ჩეჩმიდან თუ დასვამს ვინმე – თორემ ახლა დარცხვენილი ავთანდილები იმას ფიქრობენ, რა უშველონ ამ უბედურებს და ამ დეგრადირებულ ერს…“

თეგები: გოჩა მირცხულავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

სასტუმრო ტელეგრაფში ნინო ყიფშიძის ტექსტილის ნამუშევრების პრეზენტაცია გაიმართა
ახალი ამბები

სასტუმრო ტელეგრაფში ნინო ყიფშიძის ტექსტილის ნამუშევრების პრეზენტაცია გაიმართა

12:12 06-16-2026
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია – თიბისი

15:24 06-15-2026
Tbilisi Open Air – ზაფხულის მთავარი მუსიკალური ფესტივალი ახლოვდება – თიბისი
ახალი ამბები

Tbilisi Open Air – ზაფხულის მთავარი მუსიკალური ფესტივალი ახლოვდება – თიბისი

13:05 06-15-2026
ლარის კურსი და კონვერტაცია
ახალი ამბები

ლარის კურსი და კონვერტაცია – რა ღირს ლარი 15 ივნისამდე?

20:00 06-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved