მოსკოვის სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ლეონიდ გოზმანი 15 დღით დააკავა ადმინისტრაციული მუხლით ნაცისტური გერმანიის საბჭოთა კავშირთან გაიგივების გამო.
მიზეზი პოლიტიკოსის ძველი ფეისბუქ პოსტი გახდა. იგი წერდა, რომ ნაცისტური გერმანიის ფიურერი, ადოლფ ჰიტლერი, იყო აბსოლუტური ბოროტება, მაგრამ საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინი და შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი კიდევ უფრო უარესი იყო.
2021 წელს ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კრძალავს ნაცისტური გერმანიის გაიგივებას სსრკ-სთან.
კომენტარები