• რეკლამა
  • კონტაქტი
18:18, სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჰილარი კლინტონი იყო სექსინდუსტრიის წარმომადგენელი, ევროპარლამენტის რომელიმე წევრი, თუ რომელი იყო ზუსტად სექსინდუსტრიის წარმომადგენელი – მიხეილ სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:43 12-02-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

სამიტი იყო ჩრდილოეთ კორეაში, ავსტრალიის მთავრობამ გვითხრა, მანამდე სადმე წაიყვანე რამდენიმე მინისტრი ან პრემიერ-მინისტრი და დაელაპარაკეთ არაფორმალურ სიტუაციაში, ამოვარჩიეთ ტაილანდი, ჩავიყვანეთ ეს ხალხი, ძალიან ძვირფასი ფასიანი საჩუქრები ვაჩუქეთ, ამას ჯიბიდან ვერ ამოვიღებდი, ეს იყო სახელმწიფოს ფული, რათა არ მომხდარიყო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის ლეგიტიმაცია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

„ვფიქრობ, ექვსი წელი აქ წყლის ნაყვა ხდებოდა და ძაან ბევრი მოისმინეთ, ახლა ერთხელ მეც უნდა მომისმინოს ყველამ. აი, მოვყვები, მაგალითად, ტელევიზორში ვნახეთ, სააკაშვილი იყო ტაილანდში და წარმოიდგინეთ ეგრევე ტაილანდი, თუმცა სექსინდუსტრიის გვარების დასახელებას დაგვპირდნენ და იცით, მეც მავიწყდება ასაკთან ერთად, ვისი მომსახურებით ვისარგებლე, მაგრამ ნუ არც პროკურატურა ასახელებს. არადა, კარგი იქნებოდა, რომ არქივში შემენახა. ვინ იყო ჩამოსული სტუმრებიდან, ჰილარი კლინტონი იყო სექსინდუსტრიის წარმომადგენელი, ევროპარლამენტის რომელიმე წევრი, თუ რომელი იყო ზუსტად სექსინდუსტრიის წარმომადგენელი, მაგრამ ეს ცალკე თემაა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ნამდვილად იმყოფებოდა ტაილანდში და იქ სტუმრების მასპინძლობა ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს უკავშირდებოდა.

„ჩვენ ვიყავით ტაილანდში, რომ იცოდეთ, ხალხნო, ეს იყო ძალიან რთული პერიოდი, როდესაც რუსები ფულის ჩემოდნებით დარბოდნენ და იღებდნენ აღიარებებს ნაურუდან, ვანუატუდან და ა.შ. ძალიან ბევრი ასეთი კუნძულოვანი სახელმწიფოდან. რამდენადაც ვიცი, ტუვალუს აღიარება დაუჯდათ ერთი მლნ დოლარი, პირდაპირ ჩემოდანი ჩაახუტეს სოჩაში ჩამოყვანილ ტუვალუს პრემიერ-მინისტრს, რომელიც ჩააფრინეს ნიუ იორკიდან სოჩაში და მერე გადაიყვანეს სოხუმში. ამ სიტუაციაში ჩვენ გვეხმარებოდა ავსტრალიის მთავრობა. ავსტრალიის მთავრობამ გვითხრა, სამიტი იყო ჩრდილოეთ კორეაში, თუ არ ვცდები და გვითხრა, რომ მანამდე სადმე შენ წაიყვანე რამდენიმე მათი მინისტრი ან პრემიერ-მინისტრი და დაელაპარაკეთ ისე, არაფორმალურ სიტუაციაში, ეს იქნება თქვენთვის კარგი. ჩვენ ამოვარჩიეთ ტაილანდი, ჩავიყვანეთ ეს ხალხი, ფასიანი საჩუქრები, ძალიან ძვირფასი ფასიანი საჩუქრები ვაჩუქეთ თითოეულს და ამას ჯიბიდან ვერ ამოვიღებდი, რადგან ეს ფული მე არ მქონია. ეს იყო საქართველოს სახელმწიფოს ფული იმისთვის, რომ არ მომხდარიყო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის ლეგიტიმაცია. პრორუსულ მთავრობას, რა თქმა უნდა, ეს არ სიამოვნებს. დიახ, პირველად ვამბობ დღეს ამას. ჩავიყვანეთ, მოვთაფლეთ, დავალევინეთ, ვაჭამეთ, მოვესიყვარულეთ და საჩუქრებიც ჩავუდეთ“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ნამდვილად იმყოფებოდა მერანოში ილჰამ ალიევთან ერთად.

„ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნის დელეგაცია იყო ძალიან მაღალი დონის ჩამოსული და არა გასართობად ვიყავით წასული, ისევე, როგორც ჩვენი ძირითადი შეთანხმება 2008 წელს, როცა ილჰამ ალიევს შევხდი მერანოში სწორედ. გასახდომ პროცედურებზე კი არ ვიყავი წასული, წამიყვანა ილჰამმა და ილჰამმა რა გაგვიკეთა ომის დროს, ამას როდესმე შემდგომში მოვყვები. ერთი წამით რომ არ გაჩერებულა არც ჩვენი ნავთობმოხმარება, არც გაზის მომარაგება, არც ჩვენი ეროვნული ბანკის მომარაგება და ა.შ. დიახ, შევხვდი სპა რეზორტ მერანოში ილჰამ ალიევს. დიახ, ეს ცოდვა ჩავიდინე და დიახ, ამაზე უნდა მომისაჯონ თურმე 11 წელი. სპა რეზორტში ვიყავი, პროცედურებსაც ვიტარებდი. სამაგიეროდ, საქართველოს არ ჩაუკეტეს საზღვარი და სამაგიეროდ, საქართველოს შეუნარჩუნეს გაზის ფასი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პროკურატურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვას ედავება. საუბარია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვაზე.

წყარო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა

16:07 09-15-2026
“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი
ახალი ამბები

“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი

15:38 09-15-2026
თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად

14:06 09-15-2026
შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა
ახალი ამბები

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

13:26 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved