• რეკლამა
  • კონტაქტი
14:55, სამშაბათი, 7 თებერვალი, 2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჰააგაში გამოძიების დასრულება, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რამე მოვიგეთ ახლა…“ -ლია მუხაშავრია

ალია ავტორი - ალია
21:01 12-21-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,168

 

ჰააგის  სამხედრო ტრიბუნალის პროკურორის  გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით,  „ალიას“ ესაუბრება იურისტი, ლია მუხაშავრია.

– ქალბატონო ლია, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით, ჰააგის ტრიბუნალმა გამოძიება დაასრულა. რა იქნება შემდეგი ეტაპი?

– გამოძიება დასრულდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე ეტაპი დასრულდა, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში, პროკურორის ოფისი ოფიციალურად ემსახურება სასამართლოს და მისი პირდაპირი მითითებებისა და ზედამხედველობის ქვეშ მუშაობს. მოკლედ, პროკურორი მუშაობს სასამართლოსთვის. გამოძიება გამოყოფილი არ არის,  ერთი ორგანოს – სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ნაწილია.  გამოძიების დასრულება იმას ნიშნავს, რომ საქმის განხილვას შეუდგება სასამართლო, ანუ გამოძიების დასრულება თავისთავად  ბევრი  არაფრის მომტანი არ არის, ვიდრე სასამართლო არ გამოიტანს გადაწყვეტილებას. მიუხედავად იმისა, თუ როგორი იქნება ბრალდება და როგორი იქნება  საბოლოო დასკვნა,  გადაეცემა სასამართლოს, პროკურატურის შეგროვებული მტკიცებულებები.  სასამართლოში მაინც შეჯიბრებითობის პრინციპით მიმდინარეობს საქმის  განხილვა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც  გამამართლებელი განაჩენები დამდგარა და არ დადასტურებულა  პროკურატურის წარდგენილი ბრალდებები. მე არ მგონია, რომ ეს წინასწარ არაფერს  ნიშნავს, ვიდრე სასამართლო განხილვა არ ყოფილა და არ დასრულებულა გარკვეული  გადაწყვეტილებით.

– ჩვენთან ატეხილი ერთგვარი აჟიოტაჟი, რომ რუსეთმა წააგო ჰააგაში სასამართლო პროცესი და ქართულმა მხარემ გაიმარჯვა, უსაფუძვლოა? თან, აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ჰააგამ დაადასტურა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო და არა საქართველომ.

– არა, ომის დაწყება-არ დაწყება არ იყო გამოძიების საგანი, საერთოდ არ არის საერთაშორისო დონის დავის საკითხი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ის ცალკე დანაშაულს არ ქმნის. ეს უფრო პოლიტიკური ხასიათის პოლემიკაა, რომელიც არ მესმის, რატომ დაიწყო და რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი დღის წესრიგისთვის. მნიშვნელოვანია ის, თუ რას დაადგენს სასამართლო. რაც მოხდა, გამოძიების დასრულება, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რამე მოვიგეთ ახლა. თუმცა, ჩვენ, რომ შევიტანეთ ჰააგის ტრიბუნალში განაცხადი და მოვითხოვეთ გამოძიების დაწყება, რუსეთმაც იგივე მოითხოვა და ძალიან ბევრი, მისი  ჭკუით,  უდავო მტკიცებულება წარადგინა. რუსეთი ითხოვდა საქართველოს წინააღმდეგ კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეთო . ჩვენ არაფერი მოგვიგია, იმიტომ, რომ რუსეთის ფედერაცია არ არის რომის სტატუსის წევრი სახელმწიფო და შესაბამისად, რუსეთზე არ ვრცელდება ჰააგის საერთაშორისო ტრუბუნალის იურისდიქცია. თუმცა, ისინი მაინც გვიჩიოდნენ. სხვათაშორის, ქართულ მხარეს ჰქონდა ვალდებულება, რომ თუ ომის დანაშაული ჩვენს ტერიტორიაზე მოხდა, ჩვენ უნდა გამოგვეძიებინა. ჰააგაში ამდენ ხანს იმიტომ გაჭიანურდა გამოძიება, რომ ჩვენმა პროკურატურამ არ გამოიძია ეს საქმე. ჩვენს მხარეს, რომ გამოეძიებინა, ამდენი ხანი არ დასჭირდებოდა გამოძიებას. 2008 წლის აგვისტოს  5 დღიან ომზე არის საუბარი. არსებობდა  ეჭვი, რომ ქართულ მხარესაც იქნებოდნენ სამხედრო დამნაშავენი და რომ არ აღმოჩნდნენ, ეს უხარიათ. ცხადია, ეს დადებითი მომენტია ჩვენთვის, ჩვენი ჯარისთვის, რომელიც იმ ომში იბრძოდა.

–  შეიძლება იმის თქმა, რომ  რუსეთ-უკრაინის ომმა, რუსეთთან  დასავლეთის დაპირისპირებამ დააჩქარა ჰააგის პროკურორის ეს გადაწყვეტილება?

– პირდაპირ შეიძლება ითქვას, ასეთი ფართომასშტაბიანი ომი რომ გაჩაღდა ევროპაში, ცხადია,  ამან ჰააგის ტრიბუნალის ვალდებულებები დაამძიმა. ახლა ევროპის ტერიტორიაზე ბევრი ომის დანაშული მოხდა და ჰააგის პროკურორები ამ საქმეების გამოძიებაში არიან ჩართულნი. უხერხული იყო, 2008 წლის, ასევე ევროპის ტერიტორიაზე მომხდარი  დანაშაულებები გამოუძიებელი ყოფილიყო და ამ დროს, უკრაინაში მომხდარ დანაშაულებებს იძიებდნენ.  ვფიქრობ, ამ ფაქტმა, გარკვეულწილად დააჩქარა  რუსეთ-საქართველოს ომის დანაშაულებების გამოძიების დასრულება.

– სასამართლო პროცესი ჰააგაში რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს?

– გააჩია, დანაშაულის  რამდენად ბევრი ფაქტი ჩაიდინეს კონკრეტულმა პირებმა და რა მოცულობის, მასშტაბის  საქმე. წინასწარ ვერავინ ვერ იტყვის, რამდენ ხანს გასტანს სასამართლო პროცესი. როდესაც პროცესი დაიწყება, მაშინ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რამდენ ხანს  გაგრძელდება სასამართლო.

– ჰააგის პროკურორის მიერ დადანაშაულებელი პირებიდან, ერთი, გენერალი  ვიაჩესლავ ბორისოვი გარდაცვლილია. თუმცა, ამაზეც ორი აზრი არსებობს და აგერ, ვაშაძე ამბობს, რომ ცოცხალია. დანარჩენებზე, მიხაილ მინძაევზე, გამლეტ გუჩმაზოვსა და დავიდ სანაკოევზე დაკავების  ორდერები  კი გაცემულია, მაგრამ ისინი რუსეთის მოქალაქეები არიან. რუსეთი რომის სტატუტს არ არის მიერთებული და სასამართლომაც, რომ გაამტყუნოს ისინი, გამოდის, რომ მათ ვერ დასჯიან?

– არა, მანდ მოქალაქეობასთან კავშირში არ არის,  მანდ ლაპარაკია ტერიტორიულ პრინციპზე. თუ სახელმწიფო ხელმომწერია და მის ტერიტორიაზე მოხდება ომის დანაშაული, ამ შემთხვევაში  ჰააგის ტრიბუნალის  იურისდიქცია ვრცელდება. საქართველო არის  რომის სტატუტის წევრი, ხელმომწერი ქვეყანა და დანაშაულიც საქართველოს ტერიტორიაზე მოხდა. შესაბამისად, ჰააგის პროკურორის მიერ გაცემული ორდერები ამ სამი პირის დაკავების თაობაზე, მათზე ვრცელდება მოქალაქეობის მიუხედავად. თუ ეს პირები დღეს რუსეთი იმყოფებიან, რუსეთი არ არის რომის სტატუსის წევრი, ცხადია, მათ არ გადასცემს ჰააგის ტრიბუნალს. თუმცა, თუ ეს პირები დატოვებენ რუსეთს, ამ სხვა ქვეყნას, სადაც მომავალში შეიძლება იყვნენ და რომელიც რომის სტატუტის წევრი არ არის, შევლენ ისეთ სახელმწიფოში,  რომელიც რომის სტატუსის წევრია, მათ უპირობოდ დააპატიმრებენ. ამას უნივერსალური იურისდიქცია ჰქვია.

– თავისთავად, მათ ინტერპოლიც დაუწყებს ძებნას.

– რა თქმა უნდა, ინტერპოლიც  დაუწყებს ძებნას და ისინი რუსეთიდან ვერ გაადგამენ ფეხს.

– 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემსწავლელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის – ე.წ.  ჰაიდი ტალიავინის კომისიის  დასკვნაში პირდაპირ სწერია, რომ „ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედება დაიწყო ქართულმა მხარემ 7-8 აგვისტოს“ ეს დარჩა,  რადგან ჰააგის ტრიბუნალს ომი ვინ დაიწყო, ამის თაობაზე არ უმსჯელია.

– რა თქმა უნდა დარჩა და ტალიავინს არაფერი ტყუილი არ უთქვამს. ეს ხომ ბევრმა წყარომ დაადასტურა და რატომ არის სადავო და რას გვმატებს ან გვაკლებს, ვერ ვხვდები. ჰააგის ტრიბუნალის კომპეტენცია არ არის იმის გარკვევა, ომი რომელმა მხარემ დაიწყო, მისი საქმე ომის დანაშაულებების გამოძიება და დამნაშავეთა დასჯაა.

თეგები: ლია მუხაშავრია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

საგარეჯოში თავდამსხმელი სამხედრო, ნოდარ ათუაშვილია – მედია
ახალი ამბები

„რასაც ახლა ნოდარ ათუაშვილზე მოგიყვებით, კარგად იცის ყველა უწყებამ და არ ამბობენ!“ – რა უყვება „ალიას“ თადარიგის ოფიცერი, დავით ნემსაძე?

17:35 02-06-2023
„სააკაშვილო, წარმოიდგინე გამსახურდია რომ დაეპატიმრებინათ და გლდანის ციხეში ჩაესვათ, რამდენი გაწირავდა სიცოცხლეს ზვიადის დასახსნელად“ – რა ფოტოებს აქვეყნებს სანდრო ბრეგაძე
ახალი ამბები

„სააკაშვილმა 2011 წელს უკანონოდ დამიჭირა, შვიდი წელი მომისაჯა, არადა, რის გამო? კაცი თავს დამესხა, თავს ვიცავდი და მოვერიე… მთელი ის უბედურება, რაც იმ დროს ციხეებში ხდებოდა მანახა, გამომატარა“ – სანდრო ბრეგაძე

20:03 01-28-2023
მიჰყავთ თუ არა სააკაშვილი „ვივამედში“ – კლინიკის ხელმძღვანელის განმარტება
ახალი ამბები

სკანდალი – „ვივამედის“ კლინიკაში ჯალათმა ექიმმა მთლიანად მომაჭრა ცხვირი“ – 37 წლის მამაკაცის სკანდალური ინტერვიუ და ფოტოები

20:55 01-25-2023
“SOS! გარდაცვალების ღამეს მასთან იმყოფებოდა ორი ადამიანი” – ვინ ემუქრება თორნიკე ნანობაშვილის დედას და რას ეუბნება ოჯახს გამოძიება?
ახალი ამბები

“SOS! გარდაცვალების ღამეს მასთან იმყოფებოდა ორი ადამიანი” – ვინ ემუქრება თორნიკე ნანობაშვილის დედას და რას ეუბნება ოჯახს გამოძიება?

15:28 01-25-2023

ბიზნესი

30%-იანი ქეშბექი სამუხრუჭე სისტემის კომპონენტებსა და ავტომობილის პოლირებაზე – შეთავაზებები „ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან“
ბიზნესი

30%-იანი ქეშბექი სამუხრუჭე სისტემის კომპონენტებსა და ავტომობილის პოლირებაზე – შეთავაზებები „ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან“

13:25 02-07-2023
„საბა“ 2023 – მესამე ათწლეული ქართული ლიტერატურისთვის
ბიზნესი

„საბა“ 2023 – მესამე ათწლეული ქართული ლიტერატურისთვის

12:52 02-07-2023
„სკიჯის სახლი“ – როგორ იქცა ყოველდღიურობა ბიზნესად
ახალი ამბები

„სკიჯის სახლი“ – როგორ იქცა ყოველდღიურობა ბიზნესად

13:19 02-06-2023
1 / 2 ლიბერთი განათლებისთვის  – ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია
ახალი ამბები

1 / 2 ლიბერთი განათლებისთვის – ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია

11:50 02-02-2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved