• რეკლამა
  • კონტაქტი
02:25, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

GWP-ის 80% ესპანურ კომპანიაზე გაიყიდა

ალია ავტორი - ალია
15:28 02-03-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
72

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, წყალმომმარაგებელი კომპანიის „ჯორჯიან უოთერ ენდ პაუერის“ 80%-იანი წილი ესპანურ კომპანიაზე გაიყიდა.

180 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს წყალმომარაგების სექტორს და მენეჯმენტის ხარისხობრივ განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „აქუალიას“ აღმასრულებელ დირექტორ ფელიქს პარა მედიავილასა და „საქართველოს კაპიტალის“ გენერალურ დირექტორ ირაკლი გილაურთან ონლაინშეხვედრაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ინვესტორებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საინვესტიციო კომპანია „საქართველოს კაპიტალის“ შვილობილი კომპანიის, Georgia Global Utilities-ს (GGU) სტრატეგიული ინვესტორი და პარტნიორი, მსოფლიოში წამყვანი ესპანური კომპანია „აქუალია“ (Aqualia) ოფიციალურად გახდა. „აქუალიამ“ 180 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა, რის სანაცვლოდაც შეიძინა კომპანია „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“ (Georgian Water and Power) 80-პროცენტიანი წილი. დანარჩენი 20-პროცენტიანი წილის ფლობას კვლავ „საქართველოს კაპიტალი“ განაგრძობს.

„ონლაინშეხვედრაზე ხაზი გაესვა ესპანეთსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო სანდო და სტაბილური ბიზნესპარტნიორია.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ 2021 წლის საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 10.6 პროცენტი იყო. მისი თქმით, საქართველომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საგადასახადო განაკვეთით და სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობით სწრაფად მიიწევდა უფრო ლიბერალური და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკისკენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved