• რეკლამა
  • კონტაქტი
18:16, ორშაბათი, 14 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გვყავდა შს მინისტრი, რომელიც მოიხმარდა კოკაინს და “ბასიანში” გეგმავდა სპეცრაზმით შესვლას? – საგანგებო განცხადება ენმ-ში​

ალია ავტორი - ალია
13:29 09-17-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა ობოლაძე ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას ნარკოდამოკიდებულებასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, კახა კალაძისა პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებებს ეხმაურება. 

ობოლაძე მმართველი პარტიის წარმომადგენლებს მოუწოდებს, ან ბოდიში მოიხადონ იმის გამო, რომ ქვეყნის შს მინისტრი და შემდგომში პრემიერი ნარკოტიკების მომხმარებელი იყო, ან აღიარონ, რომ გახარიაზე ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ. 

“უკვე მეორე კვირაა მმართველი პარტიის გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს, აქვს კამპანია, რომ გიორგი გახარია, მისი გუნდის ლიდერი მინიმუმ 2017-დან 2021 წლამდე, იყო და არის ნარკოტიკების მომხმარებელი. მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პირდაპირ აცხადებს, რომ გიორგი გახარია არის “კოკაინშიკი”.

მინდა მივმართო კახა კალაძეს, მაშინ როდესაც ის იყო ამ პარტიაში თანამდებობით მეორე ადამიანი, ერთ-ერთი ლიდერი და გადაწყვეტილების მიმღები პირი, რა გამოდის? რომ გვყავდა შს მინისტრი, რომელიც კაბინეტში მოიხმარდა კოკაინს? ანუ “ქართულმა ოცნებამ” 2017 წლიდან დანიშნა შს მინისტრი, რომელიც უწყების კაბინეტში მოიხმარდა კოკაინს, იყო ნარკოტიკების მომხმარებელი და ამ დროს გეგმავდა როგორ შესულიყო კლუბ ბასიანში სპეცრაზმით და იქ ეძებნა კოკაინი? ანუ რა გამოდის, ჩვენ თავზე დაგვასვეს პრემიერი, რომელიც მოიხმარდა ნარკოტიკებს და ამ დროს გეგმავდა, როგორ დაეკავებინა სხვადასხვა სოფლებში, ქალაქებსა და რაიონებში გაცილებით უფრო მსუბუქი ნარკოტიკების მომხმარებლები”, – თქვა ობოლაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ თუ გახარიას ნარკოდამოკიდებულებაზე ინფორმაცია სიმართლეა, ამაზე სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას და მმართველმა გუნდმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს.

“დღეს ქვეყანაში მრავალი ასეული ადამიანი იხდის სასჯელს ნარკოტიკების მოხმარებისთვის და ამ დროს როგორ ბედავენ “ქართული ოცნების” ლიდერები კობახიძე და კალაძე, როგორ გამოდიან და ასე არხეინად როგორ ყვებიან, რომ მათი შს მინისტრი, მათი პრემიერმინისტრი იყო ნარკოტიკების მომხმარებელი. თუ ეს ასეა, ნარკოტიკების მოხმარება ისჯება სისხლის სამართლით. მაშინ უნდა აღიძრას საქმე კონკრეტულად ნარკოტიკების მოხმარებისთვის კონკრეტული პირის მიმართ და მეორე – პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს “ქართლმა ოცნებამ” ბოლომდე”, – თქვა ნიკა ობოლაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved