უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინას რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან საუბარი არ სურს, თუმცა აუცილებელია, რეალობას თვალი გაუსწოროს, რომ ომის დასრულებითვის ეს, სავარაუდოდ, საჭირო გახდება. ამაზე ზელენსკიმ ინდონეზიურ ანალიტიკურ ცენტრში სიტყვით გამოსვლისას თქვა.
“არსებობს საკითხები, რომელთა რუსეთის პრეზიდენთან განხილვაც საჭიროა. არ გეუბნებით, რომ ჩვენს ხალხს მასთან საუბარი სურს, თუმცა იმ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, რომელშიც ვცხოვრობთ. რა გვინდა ამ შეხვედრისგან – ჩვენ ცხოვრების დაბრუნება გვსურს. გვინდა, დავიბრუნოთ სუვერენული ქვენის ცხოვრება საკუთარ ტერიტორიაზე”.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის სერიოზულ მზადყოფნას ჯერჯერობით არ გამოთქვამს.
კომენტარები