• რეკლამა
  • კონტაქტი
03:30, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გვინდა გამოვეხმაუროთ ცილისმწამებლურ კამპანიას – რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
13:25 02-09-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

ხაზგასმით გვინდა ავღნიშნოთ, რომ საქართველოში რუსეთის 7-კაცა ნაკრების შესაძლო ვიზიტს მხარეებს შორის წინ არანაირი ოფიციალური მიმოწერა არ უძღოდა და ყველანაირი ინტერპრეტაცია აღნიშნული ნაკრების ოფიციალურად მოწვევისა და მათი ვიზიტის ხარჯების რაგბის კავშირის მიერ დაფინანსების შესახებ, არის სიცრუე, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს რაგბის კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული წარმოადგენს მიზანმიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიას, რომელიც რაგბის კავშირისა და მთლიანად ქართული რაგბის დისკრედიტაციას ემსახურება.

„გვინდა გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში გავრცელებულ მიზანმიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიას, რომელიც სამწუხაროდ იმ კამპანიის გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც ბოლო თვეებია ხორციელდება საქართველოს რაგბის კავშირისა და მთლიანად ქართული რაგბის დისკრედიტაციის მიზნით.

ვფიქრობთ, სწორედ ეს შედის ჩვენი მოწინააღმდეგის ინტერესში, მით უფრო მაშინ, როცა ორგანიზაციაში განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები, შეიქმნა სტაბილური სამუშაო გარემო და ქართული რაგბიემზადება 27 თებერვალს საქართველოში გასამართი პრინციპული დაპირისპირებისთვის რუსეთის რაგბის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ.

რაც შეეხება რუსეთის 7-კაცა ნაკრების შესაძლო ვიზიტს – არავითარი ერთობლივი შეკრება არ იგეგმება. მიმდინარეობდა შიდა სამუშაო განხილვა შესაძლო სპარინგ მატჩების საქართველოში ჩატარებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნის 7-კაცა ნაკრებებთან, მათ შორის რუსეთის ნაკრებთანაც, რაც მოემსახურებოდა საქართველოს 7-კაცა ნაკრების სპორტულ ინტერესს, რადგან ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც 15-კაცა, ასევე 7-კაცა რაგბში რუსეთის ეროვნულ ნაკრებზე უპირატესობის მოპოვება. მითუმეტეს, რომ ისინი არიან ჩვენი უშუალო კონკურენტები ზაფხულში გასამართ მსოფლიოს თასის შესარჩევ ეტაპზე.

ხაზგასმით გვინდა ავღნიშნოთ, რომ საქართველოში რუსეთის 7-კაცა ნაკრების შესაძლო ვიზიტს მხარეებს შორის წინ არანაირი ოფიციალური მიმოწერა არ უძღოდა და ყველანაირი ინტერპრეტაცია აღნიშნული ნაკრების ოფიციალურად მოწვევისა და მათი ვიზიტის ხარჯების რაგბის კავშირის მიერ დაფინანსების შესახებ, არის სიცრუე.

ვწუხვართ, რომ კონკრეტული დაინტერესებული ჯგუფის მიერ გულშემატკივარი მიზანმიმართულად იქნა შეცდომაში შეყვანილი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved