ნიკა გვარამია მისი გამამტყუნებელი განაჩენის დასაბუთებას ეხმაურება, რომელიც ადვოკატებს გუშინ გადაეცათ, მისი წერილი, ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა წაიკითხა:
“მივიღე “მოსამართლე” ჩხიკვაძის “დასაბუთებული” განაჩენი.
თავს არ შეგაწყენთ და იურიდიული დეტალებით არ გადაგტვირთავთ. მოვიყვან მხოლოდ ორ საოცრებას:
1. “მოსამართლის” აზრით, მოქმედი დამფუძნებლების თანხმობა არასაკმარისია, დირექტორს უნდა გაეთვალისწინებინა პოტენციური მესაკუთრის, ქიბარ ხალვაშის აზრი და ამგვარად დაედო კონტრაქტი გაყიდვების სახლთან
2. ციტატა: “ნიკა გვარამიას რა თქმა უნდა შეეძლო [მანქანის საკუთარი თავისთვის პრემიის სახით გამოწერა], თუმცა მან კომპანიის საზიანო დანაშაულებრივი სქემა შეარჩია”. (ანუ, მანიაკალურად მოწყურებული ვარ დანაშაულის ჩადენას და ვგიჟდები საკანში ჯდომაზეუკომენტაროდ.
P.S. – 31-გვერდიანი დასაბუთებიდან 20 გვერდი სამოქალაქო და კორპორატიული სამართალია და ეს განაჩენი სამოქალაქო პალატაში უნდა გავასაჩივრო თუ სისხლის?” ნათქვამია ნიკა გვარამიას მიმართვაში.
კომენტარები