• რეკლამა
  • კონტაქტი
11:35, ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გვარამიას მიერ გუშინ დაწერილი “კვლევის” შედეგები, სხვა არაფერია, თუ არა დენთის კასრთან შეშის წინასწარი დალაგება” – დავით ქართველიშვილი

ალია ავტორი - ალია
11:21 10-28-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

„უამრავი რამ დაიწერა, რაღა უნდა მივამატო. გარდა ალბათ იმ ფაქტებზე დაფუძნებული ინტუიციური შეგრძნებისა,  რომ ნაცების ბანაკში ბრძოლის მხოლოდ უკიდურესი, რადიკალური და “შაჰიდური” ტიპის ილეთებიღა დარჩა,“- წერს ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

„აქ – მე, თქვენ, საზოგადოება – გარკვეულწილად, “ტექნიკური” თვალსაზრისით, უძლურები ვართ. ამასთან გამკვლავების ინსტრუმენტები – ხელისუფლების ხელშია.
ჩვენ რაც შეგვეძლო, თუნდაც გუშინ  გავაკეთეთ. დანარჩენი – შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტების გასაკეთებელია,“- წერს ქართველიშვილი და იმ საფრთხეებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც შესაძლოა სასოწარკვეთილი ოპონენტებისაგან  იყოს მოსალოდნელი.

„მზად უნდა იყონ და ვიყოთ მოვლენათა ყველაზე უკიდურესი სცენარით განვითარებისაკენ. უნდა იქნას გათვალისწინებული ყველა, მათ შორის ფანტასტიკური და დაუჯერებელი “სექტანტური” ტაქტიკური სვლა, იმის მსგავსი – მე-19 საუკუნეში ციმბირის ტაიგაში ხლისტების მიერ კოლექტიურ თავის დაწვას რომ ჰქონდა ადგილი, ოღონდ არ ჩაბარებოდნენ მთავრობის წარმომადგენელთა ხელში.
გვარამიას მიერ გუშინდელი, 18 საათის მერე დაწერილი “კვლევის” შედეგები, სხვა არაფერია, თუ არა ამ დენთის კასრთან შეშის წინასწარი დალაგება იყო. 

ამ წუთიდან განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ – ციხის და მხოლოდ და მხოლოდ, ციხის პირობებში, ბელადის ჯანმრთელობაზე. გააუქმეთ ან შეამცირეთ ეს გაუთავებელი პაემნები!

სექტანტურ-სუიციდურ თავგანწირვამდე აყვანილი მიშას ეგზალტირებული “მდედრიონი” ასევე მკაცრ კონტროლზე გაქვთ ასაყვანი. თუნდაც სახელმწიფო დაცვისა თუ პრევენციული თვალთვალის ქვეშ აიყვანეთ ნაცების რიგებში ყველა ის ცნობადი და საზოგადოებრივი თვალსაზრისით “მგრძნობიარე” ობიექტი, რომლის შესაძლო ლიკვიდაციით, ისინი შეეცდებიან იმ კასრის ირგვლივ გამზადებულ შეშაზე ცეცხლის მოკიდებას.

განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის ასაყვანი ამ დღეებში საზღვარგარეთიდან ჩამოსული კონტინგენტი, მათ რიგებში “მაიდანმეიქერებისა” და პროვოკატორების დროული გამოვლენის მიზნით. ასევე მათ მიერ თავის დროზე დატრენინგებული ადგილობრივი “მემაიდანეებ,“- წერს  დავით ქართველიშვილი და განსაკუთრებულ ყურადღებას ორ საკითხზე ამახვილებს.

„ყველა დანარჩენ საყურადღებო მიმართულებას ვეღარ ჩამოვთვლი, ორის გარდა:
1) ნაცებს აღარაფერი რჩებათ დასაკარგი, სისხლის ზღვრის ჩათვლით, და ეს გარემოება არ დააკნინოთ და სრული სერიოზულობით მოეკიდეთ მას.
2) თუ თქვენს რიგებში – სუს-ი, შსს, თავდაცვა, იუსტიცია – ეჭვი გეპარებათ შიგნიდან ვითარების სავარაუდო ამფეთქებლებში, სასწრაფოდ მოახდინეთ მათი თუნდაც დროებითი განეიტრალება. თუ დრო გვანახებს, რომ ვცდებოდით – მათ შემდგომ რეაბილიტირებას წინ არაფერი დაუდგება,“- წერს დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს

13:46 07-14-2026
ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved