• რეკლამა
  • კონტაქტი
19:34, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გვარამიას დაალაგებინა სანდრას წაგება ზუგდიდში გახარიამ” – პრემიერმა აღიარა, რომ სამეგრელოში არჩევნებს აგებდნენ

ალია ავტორი - ალია
19:30 10-11-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
15,283

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” განაცხადა:

“ერთი საინტერესო დეტალი მინდა შეგახსენოთ, როცა ზუგდიდში ტარდებოდა არჩევნები, საპრეზიდენტო არჩევნებიდან მალევე, 2019 წელს, მაშინ იყო საკმაოდ რთული ვითარება, ზღვარზე იყო რეალურად მონაცემები. როდესაც კვლევა ჩავატარეთ, ერთ მხარეს იყო ჩვენი კანდიდატი, რომელიც გახარიასთან იყო დაკავშირებული,  გეგა შენგელია და მეორე მხარეს იყო სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი და 50-50-ზე იჯდა მონაცემები ჩვენი კვლევის თანახმად, რაც ვუთხარით გახარიას, ერთი მომენტი შეშფოთდა და მივხედავო, ასეთი რაღაც თქვა. ამის მერე ხდება რა, ჩადის გვარამია ზუგდიდში და მთელ 2 დღეს, არჩევნების წინა დღეს და არჩევნების დღეს უძღვნის გეგა შენგელიას პიარ კამპანია იმისათვის, რომ გახარიას კანდიდატმა არ წააგოს არჩევნები. ეთერში უშვებს, მაშინ რუსთავი 2 იყო თუ არ ვცდები,  ხალხის გამოკითხვას, სულ ალაგებდნენ ყოველთვის, მარტივად აჩერებდნენ  100 ადამიანს, იქიდან შეიძლება 10 ყოფილიყო სანდრა რულოვსის მომხრე და ათივეს ამას უშვებდნენ, უმეტესობა გაუშვეს გეგა შენგელიას მხარდამჭერები და ამას მოყვება მერე გვარამიას კომენტარი, რომ შენგელიაზე ცუდის მთქმელის ზუგდიდში ვერ ვნახეო. მერე გახსოვთ, როგორ აგინებს ზუგდიდელებს პირდაპირ ეთერში. ამ ყველაფერმა, საბოლოო ჯამში, რამდენიმე პროცენტით გაზარდა შენგელიას რეიტინგი და მარტივად დასრულდა. რასაც დაგვპირდა დაალაგა გვარამიას და „ნაცმოძრაობის“ მეშვეობით.”

პრემიერს, არ უთქვამს, რატომ გახდა “დასალაგებელი” მოგება სამეგრელოში, რა შეცდომები დაუშვა მმართველმა გუნდმა, ან რა არ გააკეთა, რომ სამეგრელო არ ირჩევდა მათ კანდიდატს. ისევე, როგორც, ცხადია, არ უთქვამს, რომ თუ ეს მართლაც ასე მოხდა, ეს არჩევნებზე ხელოვნური ზეგავლენის მოხდენაა.
პრემიერ–მინისტრს, არც ის უთქვამს, ამჯერად, 2024 წლის არჩევნებზე, გეგმავს ხელისუფლება, რომელიმე ოპოზიციონერის ხელით, რამის “დალაგებას”, თუ არა, და თუ გეგმავს, ვისი ხელით?

მოქმედებდა, როგორც უცხოელი აგენტი… – რას უხსენებს კობახიძე გახარიას

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved