განათლების მინისტრი თეა წულუკიანი, “იმედთან” ამბობს:
“ოპოზიციურ სპექტრში ვის სჭირდება სააკაშვილი?! ვერ ვიპოვე ადამიანი, რომელზეც მე თვითონ ვიტყოდი, რომ ამ ადამიანს სჭირდება სააკაშვილი, გვერდში ედგეს და ამიტომ ვფიქრობ, რომ სააკაშვილი არცერთ ოპოზიციონერს არ სჭირდება. ყველას და თითოეულ მათგანს სჭირდება სააკაშვილის პატიმრობა, ეს არის ის ინსტრუმენტი, რის გარეშეც ისინი აღარაფერს წარმოადგენენ და სააკაშვილის პატიმრობით ცხოვრობენ, ცოცხლობენ და იკვებებიან.
თქვენ წარმოგიდგენიათ, ადვოკატი ნიკა გვარამია რას უნდა გადმოსცემდეს 24-საათის რეჟიმში თავისი ტელეეთერიდან, თუ სააკაშვილი პატიმარი არ იქნება?! ამით მთელი პოლიტიკური სპექტრი იკვებება, ამიტომ მათ მიშა კი არ სჭირდებათ, მათ სჭირდებათ პატიმარი მიშა. ჩვენს სახელმწიფოს, გვჭირდება სააკაშვილი, რომელიც არის ჯანმრთელი იმიტომ, რომ ყველა პატიმარი ჩვენ გვჭირდება ჯანმრთელი.”
კომენტარები