კულტურის მინისტრი, ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი ევროკავშირის ოფისთან “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიასა და “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დაპირისპირებას გამოეხმაურა და თქვა:
“ბატონი მელია ყოველდღიურ რეჟიმში ამტკიცებს, რომ ის პროფესიონალი ხულიგანია. ჩვენ გვაინტერესებს, როგორ შეაფასებს მის ქმედებას სწორედ ის ევროკავშირი, რომლის ოფისთანაც ეს მოხდა, იმიტომ, რომ ჩვენ ყოველთვის გვესმოდა, კარგი იქნება თუ ნიკა მელია იქნება გარეთ, რათა გარეთ მან შეძლოს პოლიტიკური კონკურენცია ქართულ ოცნებასთან. აგერ არის პერსონაჟიც აგერ არის კონკურენცია და ჩვენ გვაინტერესებს ეს არის თუ არა პოლიტიკოსის პოლიტიკური ქცევა, როგორც ის გუშინ მოიქცა”
კომენტარები