პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი:
“ის, რაც თავის დროზე წინა ხელისუფლებამ გააკეთა რუსთავი-2-სა და იმედზე კონტროლის დასამყარებლად, სრულად გაიმეორა დღევანდელმა. შესაძლოა განსხვავებული მეთოდებით, სხვა ფიგურანტებით, მაგრამ შედეგი ანალოგიურია.
ახალი მწვერვალებიც კი დაიპყრო – თუ მაშინ ფორმალურად მაინც დოკუმენტებს ასუფთავებდნენ, ახლა პირდაპირ გვითხრა სასამართლომ, რომ თუ მფლობელის ნაცვლად ფულს შს მინისტრს მიუტანთ, კეთილსინდისიერ მყიდველად გამოცხადდებით…
გუშინდელი ნაცი დღევანდელი ქოცია და პირიქით…”
კომენტარები