• რეკლამა
  • კონტაქტი
20:31, ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გუშინ დეგნანმა ივანიშვილის გადასარჩენად სპეცოპერაცია განახორციელა – ბაიდენ, დროზე გაწმინდე ამერიკული დიპლომატია – შალვა ნათელაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:34 04-20-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
57

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი პოლიტიკური პარტიების ნაწილის მხრიდან შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერას გამოეხმაურა:

“გუშინ სპეცოპერაცია განხორციელდა რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის გადასარჩენად, რომელსაც ხელმძღვანელობდა ტრამპის მიერ დანიშნული ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, ქალბატონი კელი დეგნანი. გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ საქართველოს არ ჰყავს არავითარი სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირე.

ჩვენ ერთმანეთი გვყავს მოკავშირეებად და ან გავიტანთ ერთმანეთს, ან საქართველოს ფერი მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე თანდათანობით ჩაქრება და ამ ცოდვას ჩვენ, სამუდამოდ, ძვლებზე აღბეჭდილს წავიღებთ იმ ქვეყნად. მე გულისტკივილს გამოვხატავ ჩემი ძვირფასი კოლეგების გამოც, რომლებმაც გუშინ პოლიტიკა დაამთავრეს იმ ხელმოწერის შედეგად, რაც ჩემთვის ტრაგიკულია. მაინც ვერ ავიცილეთ არასასიამოვნო შედეგი, რაც კატასტროფა არ არის, რადგან ძირითადი პოლიტიკური ძალები, ხარისხობრივად და რაოდენობრივად პარლამენტში, ამ წუთისთვის, არ შედიან, მაგრამ არასასიამოვნოა, ვინაიდან რუსი ოლიგარქი კუთხეში იყო მიყენებული და უკვე აგონიაში, ვირთხის სტადიაში ბრძანდებოდა თავისი გარემოცვით.

ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას, პრეზიდენტ ბაიდენს მოვუწოდებ, დროზე გაწმინდე, ამერიკული დიპლომატია და სახელმწიფო დეპარტამენტი პროტრამპისტული ელემენტებისაგან. 

ტრამპიზმი ნიშნავს პროპუტინიზმს. გუშინ რაც განხორციელდა თბილისში და განხორციელდა ამერიკის ელჩის თამადობით, ზუსტად ისაა, რასაც რუსეთის დაზვერვის შეფი ნარიშკინი წერდა. დაწერა ნარიშკინმა, განახორციელა კელი დეგნანმა. ჩვენი თავი, რომელიც ზოგჯერ არ გვაბია მხრებზე, ჩვენი თავი უნდა გავამტყუნოთ. საზოგადოება, რომელიც დაუშვებს იმას, რომ პარლამენტში აირჩევს ბანკირებს, ნარკომანებს, პედოფილიისკენ მიდრეკილებს, უშიშროების ოფიცრებს, უარესის ღირსია და ჩვენ ან გამოვალთ კუჭის და ჯიბის ტყვეობიდან და გავიხედავთ მომავალში ან საქართველო არ იქნება. პარლამენტში შესვლაზე ჩვენ ხელს არ მოვაწერთ, თუ არ ჩატარდა ახალი არჩევნები და ობიექტური პროცედურების გზით არ შევედით პარლამენტში, რადგან ჩვენ განცხადებები გვაქვს დაწერილი, მთელ ოპოზიციურ სპექტრს პარლამენტის დატოვებაზე. მაშინ გამოდის, რომ თუ პარლამენტში შევდივართ, ჩვენ ვფარისევლობდით, საზოგადოებას ვატყუებდით, რომ ვითომ არ გვინდა პარლამენტში შესვლა, სინამდვილეში, გვინდა“

თეგები: ბიძინა ივანიშვილიკელი დეგნანიშალვა ნათელაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved