• რეკლამა
  • კონტაქტი
15:33, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რისთვის უხდის ბოდიშს ქართველ ხალხს „რუსეთის ჯავახური დიასპორის“ პრეზიდენტი

ალია ავტორი - ალია
15:54 11-03-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
387

მოსკოვსა და ერევანს შორის, “ლაზარევის კლუბის” მე-5 სხდომის ჩარჩოებში გამართული შეხვედრის დროს, პოლიტოლოგ მიგრანიანის მიერ საქართველოსა და ქართველი ხალხის უხეშად მოხსენიებას, ღია წერილით პასუხობს საზოგადოებრივი ორგანიზაციის „რუსეთის ჯავახური დიასპორა“ პრეზიდენტი აღასი არაბიანი.

 

“ლაზარევის კლუბის” მეხუთე შეხვედრა, მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს დაინიშნა და მეც, როგორც კლუბის დანარჩენი წევრები, ერევანში გასამგზავრებლად ვემზადებოდი. თუმცა გამგზავრების წინა დღეს, სამწუხაროდ, მოგზაურობა ცნობილი მიზეზების, კერძოდ, კლუბის კოორდინატორის კონსტანტინე ზატულინის მიერ ჩვენთვის სომხეთში შესვლის უსამართლო და უკანონო აკრძალვის გამო გაუქმდა.

იმისათვის, რომ დაგეგმილი სხდომა არ ჩაშლილიყო, კლუბის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ტელეკონფერენციის „მოსკოვი-ერევანი-მოსკოვის“ ვიდეოხიდის სახით ჩატარების შესახებ. კლუბის შეკრების დასაწყისში მოსკოვიდან და ერევნიდან მომხსენებლების მონაცვლეობით გამოსვლა გადაწყდა.

როცა ანდრანიკ მიგრანიანის გამოსვლის ჯერი მოვიდა, მან მოულოდნელად გამოთქვა უხეში სიტყვები ჩვენი მეგობარი და სომხეთის მეზობელი ხალხის მიმართ. ბუნებრივია, მისი გამოსვლა არ მოიწონეს ტელეკონფერენციის მონაწილეებმა და მათ შორის პირადად მე, საქართველოსა და და ქართველი ხალხის დიდმა და ნამდვილმა მეგობარმა.

ვინაიდან პირდაპირ მომხსენებლის გამოსვლის ჩაშლა მიუღებელი იყო, შესაბამისად, შესვენების დროს მივუახლოვდი მიგრანიანს და გამოვხატე ჩემი აღშფოთება და უკმაყოფილება. რაზეც მან მიპასუხა, რომ მისი უხეში განცხადება არა ქართველი ხალხის, არამედ საქართველოს ხელმძღვანელობის მიმართ იყო გაკეთებული.

თამამად შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ანდრანიკ მიგრანიანის უყურადღებო განცხადება არ შეესაბამება არც ნამდვილ სულს და არც საერთაშორისო რუსულ-სომხური „ლაზარევის კლუბის“ საქმიანობის დეკლარირებულ პრინციპებს. ასევე შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ როგორც სომეხი, ასევე რუსი ხალხის უმეტესობა არ იზიარებს ისეთ პოზიციას, რომელიც შეურაცხყოფს და ამცირებს მოძმე ქართველ ხალხს.

როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი საზოგადოებრივი დიასპორული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს მკვიდრთა ინტერესებს რუსეთში, ისევე როგორც საერთაშორისო რუსულ-სომხური „ლაზარევის კლუბის“ აქტიური წევრი, გულწრფელ ბოდიშს ვუხდი მთელ ქართველ ხალხს. და ვთხოვთ ყველას, რომ ეს უნებლიე გაუგებრობა, ეთნიკური სიძულვილის გაღვივებაში არ გადაიყვანონ.

საზოგადოებრივი ორგანიზაციის „რუსეთის ჯავახური დიასპორა“ პრეზიდენტი აღასი არაბიანი 2022 წლის 03 ნოემბერი.”

 

 

“მოახდინონ ზეწოლა ქართველ პირუტყვებზე” – მიგრანიანის განცხადება და რუსი ჟურნალისტის პასუხი

თეგები: აღასი არაბიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved