ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ რაჭველი:
საართველოში ჩემსა და ჩემი საამაყო კოლეგების წინააღმდეგ აგორებული კამპანია დაემთხვა კიევში ჩემს იმ დროს ყოფნას, როდესაც რუსეთმა მორიგი ბალისტიკური დარტყმა განახორციელა უკრაინის დედაქალაქზე. საკმაოდ მძიმე ღამე გამოვიარეთ, მერე კი მე ლვოვში დავბრუნდი, სადაც ვიდირიჟორე შესანიშნავი უკრაინელი კომპოზიტორი ქალბატონის ვიქტორია პოლევას ბალეტს “სარკე” ხოლო ახლა ისევ ჩამოვედი კიევში, რადგან კვირას ვუძღვები საოცარი ფესტივალის “ბუკეტის” დახურვის გალა კონცერტს წმინდა სოფიას ტაძრის ბაღში, რომელსაც 2000 მსმენელი დაესწრება…
ჰოდა რისი თქმა მსურს: თავს ვგრძნობ მხნედ და საკმაოდ ამაყად, რომ ამ ურთულეს, ეკზისტენციალურ პერიოდში საკუთარ თავში ვპოულობ ძალას, რომ გვერდით ვედგე ჩემ საოცარ უკრაინელ კოლეგებს, მუსიკოსებს, შემოქმედებს, ადამიანებს, მეგობრებს, რომლებიც ყოველ დღე და ყოველ წუთს მაძლევენ თავგანწირვისა და გმირობის მაგალითს!
ქართული რეალობა ბოლომდეა დამოკიდებული უკრაინაში განვითარებული მოვლენების პერსპექტივაზე და მე ამ პროცესის ეპიცენტრში ყოფნა განგებამ მარგუნა, ვთვლი რომ საჩუქრად, თუნდაც იმიტომ, რომ გულწრფელად ვნანობ იმ რამდენიმე გამოსვლას მოსკოვსა და პეტერბურგში, რომელის გამოც ბრალს ის ხალხი მდებს, ვინც პუტინის რეჟიმს სარეცელზე უწვება საამებლად:)
ჰოდა დაე გაიმარჯვოს სამართალმა! ანუ უკრაინამ და შესაბამისად ჩემმა სამშობლომ, ამ დიდ ბოროტებაზე!
ა მ ი ნ 🙏🏻












კომენტარები