• რეკლამა
  • კონტაქტი
07:51, სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„გული მიკვდება… არ ვიმსახურებთ ამ უბედურებას“ – ნინო ჯანგირაშვილი

ალია ავტორი - ალია
01:08 05-04-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,544
ჟურნალისტი, „კავკასიის“ დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტზე წერს, რომელიც ერევანში ტარდება:
„დღეს ერევანში მსოფლიოს 48 ქვეყნის ლიდერი ჩავიდა, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე. ხვალ და ზეგ ევროკავშირ–სომხეთის სამიტი იქნება,რომელიც როგორც ევროკავშირი წერს “წარმოადგენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გასაძლიერებლად, განსაკუთრებით კავშირების, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ციფრული თანამშრომლობის მიმართულებით.“
სომხეთი გეოპოლიტიკურ რუკაზე ჩნდება როგორც საინტერესო მოთამაშე, არა როგორც რუსეთის სატელიტი, არამედ ახალი მიზიდულობის ცენტრი ინვესტიციებისთვის, ტექნოლოგიებისთვის, გლობალური პროექტებისთვის.
ეს იმიტომ მოხდა, რომ სომხეთს არ მართავს რუსი ოლიგარქი. მართავს პოლიტიკოსი, რომელსაც მისი ქვეყნის გაძლიერება, რეალური დამოუკიდებლობა და განვითარება უნდა.
სად არის საქართველო ამ დროს? ამოგდებული ყველა პროექტიდან, ჩაკეტილი, ჩარაზული, უპერსპექტივო და გაღატაკებული. მხოლოდ იმიტომ, რომ თავზე დავისვით რუსი ოლიგარქი, რომელსაც თავისი ანგარიშები აქვს პუტინთან და მისი შიშით საქართველო ჩამოაცილა ცივილიზებულ სამყაროს, ძალაუფლების შენარჩუნების გამო კი აქ გაუსაძლის ვითარებას ქმნის, რომ ვისაც რამე შეუძლია, ყველა გაიცეს, გარედან კი ნორმალური არავინ შემოვიდეს, არც ინვესტიციით, არც რამე პროექტით, რომ მისი კონტროლის მიღმა რამე ფული არ გაჩნდეს, ვინმე არ გამდიდრდეს, ხალხმა არ ამოისუნთქოს, არ გალაღდეს და მისი ანაქრონიზმად ქცეული ხელისუფლება არ გააპანღუროს.
ყველა შანსს ვკარგავთ, რაც უხვად გაჩნდა გლობალური ცვლილებების დროს და რასაც ყველა ჩაეჭიდა გარშემო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ცენტრალურ აზიის დიქტატურებიც კი, იმიტომ რომ არავინ არ არის ასე გახლართული პუტნის მონობაში, როგორც ივანიშვილი. ყველას შეუძლია საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილებები, ივანიშვილის გარდა. გული მიკვდება ამ ქვეყნის გამო. არ ვიმსახურებთ ამ უბედურებას.“
თეგები: ნინო ჯანგირაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა

14:06 08-17-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved