ოცნების ერთ–ერთი ლიდერი, გია ვოლსკი, ყოფილ პრემიერზე, ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრისას, ამბობს:
“ხასიათს, გარემოებებს და მასშტაბს დანაშაულისას გამოძიება დაადგენს, მე ჩემი მხრიდან ვიტყვი, რომ გული ძალიან დამწყდა და გული დამწყდება, როდესაც ჩემ მეგობარზე არის ლაპარაკი, ირაკლი ღარიბაშვილი მყავს მხედველობაში”, – ამბობს ოცნების წევრი, გია ვოლსკი
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი 24 ოქტომბერს წარუდგინა. გამოძიება მას სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის გ ქვეპუნქტს ედავება, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლების ლეგალიზებას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ღარიბაშვილმა ბრალი აღიარა.
ექსპრემიერს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 000 000 ლარის გირაო შეეფარდა. ასევე ჩამოერთვა პასპორტი და აეკრძალა ქვეყნის დატოვება.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ღარიბაშვილის საქმის განხილვამ სასამართლოში 2 თვით გადაიწია.














კომენტარები