სპორტული ჟურნალისტი მერაბ მამულაშვილი კორონავირუსით გარდაცვლილ 20 წლის ფეხბურთელზე წერს:
,,როგორ მეგონა, რომ ვარსკვლავი გახდებოდა, მაგრამ 20 წლისამ ზეციურ საქართველოში გადაინაცვლა. გული ამომივარდა ტკივილით – კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ვახო ჩარკვიანი ნიჭიერი, იმედისმომცემი ფეხბურთელი იყო.
11 წლის იყო, პირველად რომ ვნახე – ის თამაში 35-ე სკოლაში ჰქონდათ – ტეხნარი, სწრაფი და მაგარი ჭკვიანი ფლანგის შემტევი იყო. მერე სულ ვინტერესდებოდი მისი ამბებით და 17-წლამდელთა ნაკრებში ნემსაძემ რომ მიიწვია, არ გამკვირვებია. იმსახურებდა.
უცებ ასეთი ტრაგედია – ჩაიფეფრფლა ამ ლამაზი ბიჭის სიცოცხლე. უფალმა აცხონოს ვახოს უკვდავი სული”
კომენტარები