• რეკლამა
  • კონტაქტი
04:48, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გულდასაწყვეტია”; “გამოჩნდა მათი დამოკიდებულება” – “ოცნების” პროტესტი USAID-ს და მოქალაქეების პრობლემებს

ალია ავტორი - ალია
00:43 01-26-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
888

გამოცემა “თაიმერის” ინფორმაციით, წალენჯიხის “ქართული ოცნების” გუნდმა USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამას პროტესტი გამოუცხადა

წალენჯიხაში, გაიმართა პირველი სამუშაო შეხვედრა USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამას და წალენჯიხის მუნიციპალიტეტს შორის, რომელიც პროგრამის წლის პარტნიორად მეორედ შეირჩა.

შეხვედრის ფარგლებში, გუნდმა წარადგინა USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ძირითადი მიმართულებები. განხილულ იქნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჭიროებები და გამოწვევები და “თანა-შექმნის“ პრინციპით იდენტიფიცირდა ის პრიორიტეტული სფეროები, სადაც პროგრამა მხარს დაუჭერს მუნიციპალური მმართველობის სისტემების გაუმჯობესების და მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებული საჯარო სერვისების მიწოდებას.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ასევე განიხილეს მოქალაქეთა ჩართულობის არსებული და ახალი ინსტრუმენტების გაძლიერების და დანერგვის შესაძლებლობები.

USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა ხუთწლიანი ინიციატივაა, რომელიც აერთიანებს ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, რათა იმუშაონ სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან საქართველოს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მიზნების მისაღწევად.

პროგრამა მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, ანგარიშვალდებულების გაძლიერების მიმართულებით და მხარს უჭერს შესაბამის ცენტრალურ სახელმწიფო უწყებებს, დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებაში.

პროგრამის საშუალებით, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო მხარს დაუჭერს, სულ მცირე, 22 მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს დამატებითი მუნიციპალიტეტების ჩართვას სასწავლო, გამოცდილების გაზიარების და ინფორმაციის გაცვლა-გავრცელების აქტივობებში.

USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში შეხვედრას არ დაესწრო ქართული ოცნების არც ერთი წევრი.

წალენჯიხის მერის პირველი მოადგილე, ივანე ბურდული, რომელმაც აღნიშნული პროექტისთვის მადლობას ეუბნება USAID-ს, “თაიმერთან” ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ, დღეს კიდევ ერთხელ, ნათლად გამოაჩინა ხელისუფლების დამოკიდებულება ამ ორგანიზაციის და ზოგადად, ამერიკის მიმართ.

წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია ამბობს, რომ USAID-ის 5 წლიანი პროგრამა ხელს შეუწყობა ადგილობრივი თვითმმართველობის დეცენტრალიზაციას, მოსახლეობის პრობლემების იდენტიფიცირებას და პრიორიტეტებად დალაგებას.

“გულდასაწყვეტია, რომ ამ სახელმწიფოებრივი აქცენტის მქონე დოკუმენტის შექმნას არ ესწრება სახელისუფლებო პარტია და ეს ნიშნავს იმას, რომ მათ მიმღებლობა არ აქვთ იმ პრობლემებზე, რაც მოქალაქეებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გააჩნით”, – ამბობს “თაიმერთან” თამარ ბელქანია.

შეგახსენებთ, წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც მერი ოპოზიციის წარმომადგენელია. ბოლო წლების მანძილზე წალენჯიხის მერიამ აჩვენა არაერთი მაგალითი იმისა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას ბიუჯეტის დაგეგმვა, შესრულება რეალურად დამოუკიდებლად შეუძლია, მიიღო არაერთი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, იქნება ეს პირველკლასელთა კვება, თუ ბაღის მასწავლებელთა ხელფასების 100 ლარით გაზრდა და ა.შ. შესაბამისად, სულაც არ არის გამორიცხული, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას, სულაც არ სურს წალენჯიხას სხვა მუნიციპალიტეტებმა მიბაძონ და მუნიციპალიტეტების დეცენტრალიზაციისათვის გადადგმული ნაბიჯებითაც არ იქნებიან მოხიბლულნი. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved