• რეკლამა
  • კონტაქტი
09:06, ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გთხოვთ” – რას სთხოვს ლელო სალომე ზურაბიშვილს?

ალია ავტორი - ალია
22:08 07-04-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,820

“ლელო – ძლიერი საწართველოს” პასუხი მიხეილ ყაველაშვილს – “ქართული ოცნების” მიერ დანიშნულ პეზიდენტს პარტია რომლის ორი ლიდერი, წულუკიანის კომისიაზე მიუსვლელობის გამო ციხეში გაუშვეს, რუსული კარაბლის მიმარათულებით მიუთითებს.

ირაკლი კუპრაძის განცხადებით, პარტია მიხეილ ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნას გამორიცხავს.

“ჩვენ დღეს მოვისმინეთ რუსული რეჟიმის არალეგიტიმური პრეზიდენტის მხრიდან სასაცილო და უბადრუკი მცდელობა, ივაჭროს პოლიტიკური ლიდერების თავისუფლებით. ჩვენი პასუხი მარტივია, ჩვენ ამ ვაჭრობაში არ შევდივართ რუსულ რეჟიმთან.

მიუხედავად იმისა, რომ არ მაქვს შესაძლებლობა დავეკონტაქტო პატიმრობაში მყოფ ჩვენ ლიდერებს, დროის, შეზღუდვების და წესების მიხედვით, რითიც საპატიმრო დაწესებულებები სარგებლობენ, მიუხედავად ამისა, რომ ვერ ვეკონტაქტებით პატიმრობაში მყოფ ჩვენ ლიდერებს, მე როგორც ლელოს გენერალური მდივანი და მათი მეგობარი, ვიცი თუ რა ღირებულებებით ცხოვრობენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, რა პრინციპებით და ღირსებით იცავენ ქართველი ხალხის ინტერესებს და ქართველ ხალხთან ერთობით სჯერათ ბრძოლის და გამარჯვების. 

მათთან შეუთანხმებლად, თუმცა რწმენით, რომ ეს არის 100%-ით მათი პოზიცია, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პოზიცია, ვაცხადებ, არანაირი შეწყალების მიმართვა არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის არ იქნება. ყაველაშვილს, არალეგიტიმურ პრეზიდენტს, ჩვენ მას მივუთითებთ გზას რუსული ხომალდის მიმართულებით.
თავის მხრივ, ყაველაშვილის ეს უბადრუკი მცდელობა არის ივანიშვილის შიშების დემონსტრირება, მორალური დილემებით გაართულოს ოპოზიციის მიერ გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა ვიბრძოლოთ ყველა ველზე. 

შესაბამისად კიდევ ერთხელ მივმართავთ ქალბატონ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ავუსრულოთ ივანიშვილს თავისი რუსული კოშმარი და ვთხოვთ ქალბატონ პრეზიდენტს, კიდევ ერთხელ ვცადოთ ერთიანობა და ავასრულოთ მთავარი შიში, რაც ივანიშვილს და მის რუსულ რეჟიმს აქვს. ამ შიშით არის შეპყრობილი ივანიშვილი და მისი ბანდა, ივანიშვილს ეშინია ერთობის და ივანიშვილს ეშინია საერთო ბრძოლის, სადაც ის სამარცხვინოდ დამარცხდება და ამ ბრძოლაში ჩვენ ვითხოვთ ერთობას, ჩვენ ვითხოვთ ერთიანობას და არანაირ ბრძოლას არ ექნება აზრი თუ ცვენ ვერ შევძლებთ ერთიანობის ხაზის დაჭერას. 

ეს შიშები და რუსული კოშმარი ივანიშვილს უნდა ავუსრულოთ. ჩვენ მიხეილ ყაველაშვილს, არალეგიტიმურ პრეზიდენტს მივუთითებთ რუსული ხომალდისკენ. შეწყალების თხოვნა, მოთხოვნა და განცხადებები არ იქნება, ეს გამორიცხულია,” – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, მიხეილ ყაველაშილმა დაწერა, რომ ყველა პოლიტიკოს პატიმარს, რომელიც შეწყალების შესახებ განცხადებით მიმართავს და დაადასტურებს, სურვილს არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, შიწყალებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

გიორგი დანელიას ქუჩა – რა ფაქტორები განსაზღვრავს ტერიტორიის განვითარებას?
ახალი ამბები

გიორგი დანელიას ქუჩა – რა ფაქტორები განსაზღვრავს ტერიტორიის განვითარებას?

17:15 07-22-2026
4 მონაწილე, 4 მედალი – საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე – თიბისი
ახალი ამბები

4 მონაწილე, 4 მედალი – საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე – თიბისი

14:44 07-22-2026
სილქფესტი ულიმიტო პირობებს, სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს სპეციალურ ფასად სთავაზობს მომხმარებელს!
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო პირობებს, სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს სპეციალურ ფასად სთავაზობს მომხმარებელს!

12:19 07-22-2026
თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved