• რეკლამა
  • კონტაქტი
17:14, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გთხოვთ, ნუ გაავრცელებთ ამ ინფორმაციას, მტერმა არ უნდა იცოდეს რას ელოდება – უკრაინის თავდაცვის მინისტრი

ალია ავტორი - ალია
13:34 03-09-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
212

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი მოქალაქეებს მოუწოდებს, არ გაავრცელონ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული ქვეყნები უკრაინას იარაღს აწვდიან.

მისი თქმით, ამან შესაძლოა, შედეგებზე უარყოფითად იმოქმედოს და უკრაინის არმიისთვის დამატებითი შესაძლებლობების მოპოვება გაართულოს.

რეზნიკოვი აღნიშნავს, რომ ასეთ საკითხებზე საუბრის უფლება მხოლოდ თანამდებობის პირებს აქვთ და ისინი შესაბამის ინფორმაციებს პარტნიორებთან შეთანხმებით გაავრცელებენ.

“ძვირფასო უკრაინელებო! სახელმწიფოს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩვენს პარტნიორებთან უკრაინის თავდაცვისთვის დახმარების მისაღებად. თავდაცვის სამინისტრო მუშაობს როგორც მატერიალურ-ტექნიკური დახმარების მოზიდვაში, ასევე კომერციულ საკითხებთან დაკავშირებით. სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა არის ძალიან დელიკატური სფერო, რომელიც მოითხოვს უკიდურესად დაბალანსებულ მიდგომას. განსაკუთრებით ომის დროს.

მივმართავ ყველას და გთხოვთ, ნუ გაავრცელებთ, რომ გარკვეული ქვეყნები აწვდიან იარაღს ჩვენს ქვეყანას. ამ თემებზე საუბრის უფლება მხოლოდ თანამდებობის პირებს აქვთ. მე მესმის ხალხის სურვილი, გააზიარონ სასიხარულო ამბავი, მაგრამ ზოგჯერ ეს ქმნის საინფორმაციო ფონს, რომელიც უარყოფითად მოქმედებს შედეგზე. ამან შეიძლება გაართულოს ჩვენი არმიისთვის დამატებითი შესაძლებლობების მოპოვება, რაც მას ძალიან სჭირდება. უკრაინამ შეიძლება განიცადოს ზარალი, რომლის თავიდან აცილებაც შეგვეძლო და უნდა ავიცილოთ! ყველა ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებაც შესაძლებელია პარტნიორებთან შეთანხმებით, ჩვენ აუცილებლად დროულად გავამჟღავნებთ.

მტერმა არ უნდა იცოდეს რას ელოდება. დაე, ეს მისთვის უსიამოვნო სიურპრიზი იყოს. თქვენი გაგების იმედი მაქვს. დიდება უკრაინას!​”, – ამბობს ალექსეი რეზნიკოვი.

წყარო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა

14:24 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved