ალერგოლოგ-იმუნოლოგი, კლინიკა “ნეოლაბის” დირექტორი, გიორგი კამკამიძე სოციალურ ქსელში წერს:
“ბაგა-ბაღების ეპიდაფეთქების კვლევა გრძელდება – რუკაზე დავიტანე ის ბაგა-ბაღები, სადაც დაფიქსირდა ეპიდაფეთქების კერები. ოფიციალურად გამოქვეყნებულია მხოლოდ ამ 8 ბაგა-ბაღის დასახელება, რომლებიც, როგორც ხედავთ, კონცენტრირებულია ნაძალადევი-ჩუღურეთი-ისნის რაიონების წირზე. მჭირდება საზოგადოების ჩართულობა, რათა შევავსოთ ეს რუკა იმ ობიექტებით, რომლებიც ასევე წარმოადგენდა ინფექციის აფეთქების კერას. გთხოვთ, გაავრცელოთ, რათა გვქონდეს უფრო სრული ინფორმაცია, რაც ეპიდაფეთქების ზუსტი მიზეზის დადგენაში დაგვეხმარება. მადლობა წინასწარ ყველას, ვინც მოგვაწოდებს ინფორმაციას”, – წერს კამკამიძე.












კომენტარები