• რეკლამა
  • კონტაქტი
16:27, კვირა, 6 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გრიპის ვირუსის გარდა, ქვეყანაში გააქტიურდება ადენოვირუსი და რინოვირუსიც – ინფექციონისტი გვაფრთხილებს

ალია ავტორი - ალია
15:50 09-09-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
211

კორონავირუსთან ერთად შემოდგომით სეზონური ვირუსებიც გააქტიურდება, მათ შორის, ე.წ. რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი, რომელიც ხშირად ფილტვის ანთების გართულებას განაპირობებს. ამის შესახებ, ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა  „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, გრიპის ვირუსის გარდა, ქვეყანაში გააქტიურდება ადენოვირუსი და რინოვირუსიც.

მან სეზონური ვირუსების სიმპტომებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ ახასიათებთ საერთო სისუსტე, ცხელება, ხველა, თავის ტკივილი, დიარეა ან ღებინება. მისივე თქმით, ამ დროს ოქროს წესს წარმოადგენს სითხეებით დატვირთვა და სიმპტომური მკურნალობა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, კვლავ არის მოსალოდნელი კორონავირუსის და სეზონური გრიპის თანხვედრა, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კი ოქტომბრიდან დაიწყება.

„ალბათ, უნდა ვივარაუდოთ, რომ კიდევ გვექნება კორონავირუსის ინფექციის შემთხვევების აღმავლობა, შემდეგ კი ამას სეზონური გრიპის ვირუსი დაერთვება. მოსალოდნელია კორონავირუსის და სეზონური გრიპის თანხვედრაც. ამასთან, პარალელურად უამრავი ვირუსია, რომელიც შემოდგომით მუდმივად ცირკულირებს, ეს არის სურდოს გამომწვევი რინოვირუსები, ენტეროვირუსები და ასე შემდეგ. როგორც სეზონური გრიპის ვირუსი, ასევე კორონავირუსი დიდ პრობლემად რჩება. საუკეთესო საშუალება არის ვაქცინაცია. ჩვენს მოქალაქეებს შევახსენებ გრიპზე ვაქცინაციის აუცილებლობას, რომელიც ოქტომბრიდან იწყება.

შემოდგომის პერიოდში აქტიურდება სეზონური გრიპის ვირუსი, ადენოვირუსი, რინოვირუსი, ე.წ. რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი, რომელიც ბავშვებსა და ხანდაზმულ პაციენტებში ხშირად რთულდება ფილტვის ანთებით.

ამასთან, არსებობს დიაგნოსტიკის არაერთი შესაძლებლობა, რომლითაც შესაძლებელია ამ ვირუსების ერთმანეთისგან გარჩევა, თუმცა, როგორც წესი, ვირუსულ ინფექციებს ერთნაირი მიდგომა აქვს, ეს არის იზოლაცია, სითხეებით დატვირთვა და სიმპტომური მკურნალობა“

 

თეგები: ვირუსული ინფექციებიმაია ბუწაშვილიშემოდგომა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება
ახალი ამბები

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება

13:18 09-06-2026
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved