• რეკლამა
  • კონტაქტი
22:32, კვირა, 6 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გრენლანდიაში თითო-ოროლა სამხედროს გაგზავნის შესახებ ღლიცინზე” – ბექა კობახიძე

ალია ავტორი - ალია
00:54 01-16-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,284

ისტორიკოსი, ბექა კობახიძე:

მოკავშირეების მიერ გრენლანდიაში თითო-ოროლა სამხედროს გაგზავნის შესახებ ღლიცინზე:

ცხადია არავინ აპირებს ამერიკასთან ომს და რომც დააპირონ რა აზრი აქვს? ევროპელებს სამხედროები სამხედრო მისიისთვის არ გაუგზავნიათ გრენლანდიაში. სამხედრო ბრიგადებით ამერიკელებს ვერ დააკავებ. მესიჯი არის პოლიტიკური და სამხედროთა რაოდენობა იმიტომ არის ასე მცირე, რომ მესიჯი ვაშინგტონში აღიქვან პოლიტიკურად და არა სამხედრო კუთხით.

კერძოდ, საფრანგეთმა, გერმანიამ, შვედეთმა, ნორვეგიამ, ფინეთმა და ბრიტანეთმა გააგზავნეს მესიჯი, რომ პატარა დანია მარტო არ არის და რომ მასზე გადავლა მხოლოდ მასზე გადავლას არ ნიშნავს. ამერიკის მხრიდან მტრული სამხედრო დესანტის გადასხმა ქვეყანაში, რომელსაც ზემოხსენებული ქვეყნები იცავენ თუნდაც თითო ჯარისკაცით, ნიშნავს ამ ქვეყნების წინააღმდეგ მიმართულ აგრესიას.

თუ ტრამპმა ეს მაინც ჩაიდინა, მოკავშირეთა ორმოციოდე კაცი იქ ომს არ დაიწყებს, მაგრამ სხვაგან და სხვანაირად ატკენენ ამერიკას, რასაც ამერიკისთვის მძიმე ფასი ექნება ჩინეთთან გლობალურ დაპირისპირებაში.

არაფერი საღლიცინო არ არის, თუ პოლიტიკურად შეხედავ საკითხს და არა სამხედრო თვალსაზრისით.

სხვათაშორის, მსგავსი ვითარება საქართველოსთან მიმართებითაც იყო 1920 წელს, როდესაც ბრიტანელთა ერთი ბრიგადა იდგა ბათუმში. ეს ბრიგადა ბოლშევიკების არმიას ვერ შეაჩერებდა და საერთოდ შეხებაშიც ვერ მოვიდოდა ჩრდილოეთიდან თბილისისკენ დაძრულ წითელ არმიასთან, მაგრამ 1920 წელსვე მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ბრიტანეთსა და საბჭოთა რუსეთს შორის ეკონომიკურ ხელშეკრულებაზე. იმის გამო, რომ რუსეთი ეკონომიკურ ბლოკადაში იყო, ლენინს ჰაერივით სჭირდებოდა ეს ხელშეკრულება.
ამ გარემოებათა გათვალისწინებით, საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდამჭერნი ბრიტანულ პოლიტიკაში – საგარეო მინისტრი კერზონი და ამიერკავკასიაში უმაღლესი კომისარი უორდროპი – თავგამოდებით იბრძოდნენ ამ ერთი ბრიტანული ბრიგადის დასატოვებლად ბათუმში.

წითელი არმიის შემოჭრის შემთხვევაში, ეს ბრიგადა ევაკუაციას გააკეთებდა ბათუმიდან, მაგრამ იმის გამო რომ რუსეთი შეიჭრა ქვეყანაში, სადაც ბრიტანული ჯარი იდგა (თუნდაც მცირე ოდენობით), სავაჭრო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები შეწყდებოდა ან საერთოდ ჩაიშლებოდა.
ჩვენი მომხრეები ასე ცდილობდნენ რუსეთისთვის ფასის გაზრდას საქართველოში შესაჭრელად. ეს არის ძალიან ნორმალური, გასაგები პოლიტიკური ნაბიჯი.
სამწუხაროდ, ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტში გამართულ პოლიტიკურ ბრძოლაში ჩვენი მომხრეები დამარცხდნენ და 1920 წლის 7 ივლისს ბრიტანული ჯარები გავიდნენ ბათუმიდან, რასაც დიდი სიხარულით შეხვდნენ რუსები და აქედან შვიდ თვეში საქართველოს ოკუპაციაც დაიწყეს.

4 ქვეყანა გრელანდიაში დამატებით სამხედრო ძალებს აგზავნის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება
ახალი ამბები

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება

13:18 09-06-2026
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved