• რეკლამა
  • კონტაქტი
03:20, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,გრძელი წყევლა იყო ბოლო წინადადებით, ფაიზერით აცრისას ამოგხდეს სულიო…” – ნანა გეგეჭკორი

ალია ავტორი - ალია
03:25 11-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
66

აშშ-ში მცხოვრები ექიმი, ნანა გეგეჭკორი:

,,პანდემიის დაწყების დღიდან ერთი და იმავეს ვიმეორებ. რაც მეტად ვუგულვებელყოფთ პრევენციის წესებს, მეტი გავრცელების არეალს ვუქმნით ვირუსს. რაც უფრო მეტი ადამიანია ინფიცირებული, მით უფრო მეტად მრავლდება ვირუსი, გამრავლებისას კი უშვებს “შეცდომებს” ანუ ქმნის მუტაციას. მუტაციები, დიდწილად ვირუსის წინააღმდეგობასთან ადაპტირებას ემსახურება. მუტაცია არასასურველ გარემოში გადარჩენას ასწავლის ვირუსს.
ამიტომაც არ ვიღლებით, ბევრნი, წერით და საუბრით აიცერით, დაიცავით დისტანცია, დაიბანეთ ხელ-პირი, პირბადე ნიკაპზე კი არა ცხვირ-პირზე მოირგეთ.
თქვენთვის, თქვენს გადასარჩნად ვამბობთ ამას, თორემ ჩვენ და ჩვენი საყვარელი ადამიანები პირველივე შესაძლებლობისთანავე ავიცერით და ნიღაბი არ მოგვიძვრია ცხვირ-პირიდან პანდემიის დაწყვების დღიდან.

ასაცრელად რომ მივდიოდი ლიფტში, მესენჯერში დაგროვილ კითხვებს ვპასუხობდი. ერთ-ერთ წერილში გრძელი წყევლა იყო ბოლო წინადადებით, ფაიზერით აცრისას ამოგხდეს სულიო… ავტორს ფბ ეკლესია ჰქონდა გამართული და ლოზუნგად ეწერა “მე მიყვარს ჩემი პატრიარქიო”…
ფაიზერით ავიცერი აქედან სულ რამდენიმე წუთში. ბედად სული არ ამომხდა და ვერ მივანიჭე სიამოვნება ამ წერილის ავტორს.

მიუხედავად წყევლის, ტალახში თრევის და ათასი საზიზღრობის რასაც ჩემზე წერთ, ჩემი ოჯახი კომენტარებში კითხულობს და განიცდის, მაინც გირჩევთ;
აიცერით, თავს უშველეთ სანამ კოვიდ-სიკვდილის სტატისტიკის ნაწილი გამხდარხართ…

აიცერით + ატარეთ ნიღაბი ცხვირ-პირზე და არა ნიკაპზე + დაიცავით დისტანცია + დაიბანეთ ან გაისტერილეთ ხელები საეჭვო ზერაპირებზე შეხებისას + იზოლაციაში მოექეცით როგორც კი საეჭვო სიმპტომები გამოგივლინდებათ…

ეს ფორმულა არ მუშაობს რომელიმე მდგენელის ამოვარდნისას. ყველა წესის ერთდროულად დაცვაა საჭირო.

და ბოლოს…
სუფთად იცხოვრეთ და თქვენს ქმედებებს გონება მიაყოლეთო ამას გვასწავლის კორონავირუსი…
უხერხულია უბრალოდ, კიდევ რომ შესახსენებელია ეს ამბავი…”

თეგები: ნანა გეგეჭკორი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved