• რეკლამა
  • კონტაქტი
00:58, პარასკევი, 18 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გრანელს ეს არ ესიამოვნა, გაუკვირდა და გაცოფდა გალაკტიონზე, ეს რა გამიკეთაო” – ზურაბ ბატიაშვილი

ალია ავტორი - ალია
03:30 06-03-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,230

ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი;

ზუსტად 129 წლის წინ, 1897 წლის 3 ივნისს დაიბადა ტრაგიკული ბედის მქონე ტერენტი გრანელი.

მან მხოლოდ 29 წლის ასაკამდე შეძლო პოეტური მოღვაწეობა. ბოლო წლები კი დიდ ტანჯვებში ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში გაატარა.

ტერენტი ანტიბოლშევიკი პოეტი იყო. ამიტომ მას არც ხელისუფლება სწყალობდა და არც მაშინდელი პოეტები. მხოლოდ გალაკტიონთან მეგობრობდა.

ტერენტი გრანელი მთაწმინდაზე ცხოვრობდა. იმ დღეს, როდესაც თავისი საუკეთესო ლექსი “Memento Mori” (“გახსოვდეს სიკვდილი”) დაწერა, გახარებული სახლიდან გამოვარდა, დაღმართზე დაეშვა და ოპერის თეატრთან შემთხვევით გალაკტიონს შეეჩეხა.

გახარებულმა ტერენტიმ გამარჯობისთანავე მიახალა გალაკტიონს, იცი, რა მაგარი ლექსი დავწერეო? გალაკტიონმა, ხო ძამიკოო? მომიყევი აბაო და გრანელმა ერთი ამოსუნთქვით წაუკითხა ახალი ლექსი.

გალაკტიონი დაფიქრდა, კიდევ მომიყევი აბა ძამიკოო. ტერენტიმ გაუმეორა “Memento Mori” და დიდი ინტერესით ელოდა, რას ეტყოდა მისი მეგობარი.

ამ უკანასკნელმა კი მესამედ უთხრა, მიდი ერთხელ კიდევ მომიყევი ძამიკოო.

ტერენტის ცოტა არ იყოს ეს არ ესიამოვნა, გაუკვირდა და ოდნავ ნერვშეტოკილმა ხელახლა თქვა ახლადდაწერილი ლექსი.

გალაკტიონმა ცივად უთხრა: ”კაი ძამიკო, კაი” და ჩაიარა.
გრანელს ეს არ ესიამოვნა, გაუკვირდა და გაცოფდა გალაკტიონზე, ეს რა გამიკეთაო.
მეორე დილით როცა დაღმართზე დაეშვა გალაკტიონზე განაწყენებული პოეტი, ნატრობდა ნეტა სადმე შემხვდეს გალაკტიონი პირში მივახალო ყველაფერიო.

მართლაც, ოპერასთან ისევ შეხვდა გალაკტიონს, გაგიჟებული მივარდა.

მაგრამ გალაკტიონმა არ დააცადა და მისივე შესანიშნავი “Memento Mori” მიახალა (სამჯერ კი მხოლოდ იმიტომ მოაყოლა, რომ ლექსი ძალიან მოეწონა და დაზეპირება უნდოდა):

ახლა უფრო ხშირია შეცდომების დაშვება,
ახლა მოდის ივნისი, ირგვლივ მწვანე მოლია.
ჩემი წმინდა სახელი პოეზიას დარჩება,
ჩემი გული და სისხლი – ეს “Memento mori”-ა.

დღეს სამია ივნისის, მინდა იყოს ცამეტი,
ჩემს გარშემო ციხეა – მწუხარების სავანე.
რომ მდომოდა სიცოცხლე, სიკვდილს არ ვიწამებდი,
მიწა არ იქნებოდა ჩემთვის შავი სამარე.

სადღაც მთასთან იწვიმა, სადღაც მთაზე ბურია,
ამნაირი ღიმილი უწინ მე არ ვიცოდი.
ახლა მე ცას ვუცქერი, ცაზე ანთებულია
ვარსკვლავები – სიმბოლო თეთრი მარადისობის.

ახლა რა ვქნა არ ვიცი, მე როდესაც ასე ვარ,
როცა სულს ეპარება აჩრდილები სიბერის.
მე ძლიერი ტალანტი, ზეციური არსება,
ჩემი ნაზი სამშობლო – ლაჟვარდები ცისფერი.

რა ვქნა, შავი ღამეა, მძიმე და უსაშველო,
მახსოვს ჩემი სოფელი, მისი ყრუ ადგილები.
ახლა რაღაც სხვა მინდა, რაღაც სხვა, უსახელო,
რომ დაღუპვა მომელის, ვიცი დანამდვილებით.

ნელა გადის დღეები და ძნელია გარჩევა,
მე, ძვირფასო, ვერ მოვალ, გზა შენამდე შორია.
ჩემი გვარი: გრანელი – პოეზიას დარჩება,
ჩემი გული და სისხლი – ეს ”MEMENTO MORI”-ა..

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს
ახალი ამბები

Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს

12:41 09-17-2026
გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:28 09-17-2026
ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved