გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილი კვლავ კლინიკაში რჩება. დაზარალებულის ოჯახის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებულია, თუმცა დამატებით დეტალებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ.
როგორც ირკვევა, ლოცულაშვილი ამ დრომდე არ გამოუკითხავთ. პარალელურად, შეიცვალა მისი სამართლებრივი წარმომადგენლობა — დაზარალებულის ინტერესებს ამიერიდან კერძო ადვოკატის ნაცვლად საქართველოს ბანკის იურისტი დაიცავს.
“არ გამოუწერიათ ჯერ. სტაბილურად არის, ნორმალურად. ა აქვს არანაირი სურვილი გაესაუბროს ვინმეს ამ თემასთან დაკავშირებით, – ამბობს ლოცულაშვილის ძმა.














კომენტარები