გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი სოფელ ატენში გარდაცვლილი იპორვეს. ინფრომაციას ამის შესახხებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს დეტექტივის გარდაცვალების ფაქტზე, შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) დაიწყო.
გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი დღეს, სოფელ ატენში, გარდაცვლილი იპოვეს.
მიმდინარეობს შესაბამისი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, – ნათქვამია ინფორმაციაში.
















კომენტარები