• რეკლამა
  • კონტაქტი
18:34, ორშაბათი, 2 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გორის ჰოსპიტალში ვნახე ის, რაც ინფექციურშიც არა გვაქვს” – მკურნალობის ახალი მეთოდი

ალია ავტორი - ალია
19:14 04-23-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგზის ცერცვაძის თქმით, გორის ჰოსპიტალში ის გაეცნო კორონავირუსის მკურნალობის ინოვაციურ მეთოდს.

ეს მეთოდი გულისხმობს კომორბიდული დაავადებების სპეციალურ ჯგუფს ანუ მედიკოსთა იმ ნაკრებს, რომლებიც ნევროლოგიური, გულის და იმ სხვა დაავადებების მართვაში სპეციალიზირდებიან, რომელთათვისაც COVID-19 დამატებით რისკად მიიჩნევა.

ცერცვაძე გორის ჰოსპიტალის მეთოდს შემდგნაირად აღწერს:

„ჩემთვის სასიამოვნო აღმოჩენა გავაკეთე, პირველად ვნახე, ჩვენს კლინიკაშიც კი არ გვაქვს… როდესაც დავბრუნდები, ინიციატივით გამოვალ, რომ ყველა კოვიდის კლინიკამ ეს გააკეთოს: ამ ჰოსპიტალში შექმნილია, როგორც მითხრეს, თერაპიული მიმართულების კურატორის, ნინო ჭუმბურიძის ინიციატივით, კომორბიდული დაავადებების ჯგუფი – ანუ კოვიდის თანმხლები დაავადებების.

ეს ძალიან სერიოზული ინოვაციაა. თქვენ კარგად იცით, ვინ არის კოვიდის დროს განსაკუთრებული რისკის ქვეშ.

სიკვდილობის შემთხვევები, ძალიან მაღალი სწორედ ხანდაზმულ ადამიანებს შორის არის და ამ ასაკის ადამიანებში, როგორც წესი, ბევრია კომორბიდული დაავადებების შემთხვევები.

მაგალითად: არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, ნევროლოგიური დაავადებები, გულის უკმარისობა, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, თირკმლის ქრონიკული დაავადებები – რომლებიც შემთხვევათა უმრავლესობაში ხდება სიკვდილის მიზეზი.

არა თვითონ კოვიდი, არამედ კომორბიდული დაავადებები კლავს კოვივიდით ავადმყოფებს და ეს ინიციატივა რომ კომორბიდული დაავადებების ჯგუფი შეიქმნას…

თუ ეს ინიციატივა წარმატებული იქნება,  მე შევეცდები, ამისთვის ყველაფერი გავაკეთოთ  – ეს იქნება ახალი სიტყვა ამ დაავადების მკურნალობაში,“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:33 11-02-2026
თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე ქეშბექს სთავაზობს
ახალი ამბები

თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე ქეშბექს სთავაზობს

15:58 11-02-2026
ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა
ახალი ამბები

ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა

15:37 11-02-2026
თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე – ეფექტური 0%-ით
ახალი ამბები

თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე – ეფექტური 0%-ით

13:26 11-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved