• რეკლამა
  • კონტაქტი
13:15, ორშაბათი, 21 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გორის ჰოსპიტალში შესაძლოა დაიგეგმოს ე.წ. ოსური სპეცოპერაცია”, “სურვილია რუსულ სპეცსამსახურებს გადააბარონ სააკაშვილი” – რას ამბობდნენ ადვოკატები გორის ჰოსპიტალზე პირველ ნოემბერს?

ალია ავტორი - ალია
17:00 11-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

ჯერ კიდევ პირველ ნოემბერს იყო საუბარი მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე და მაშინ, სააკაშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ჰქონდათ საგანგაშო ინფორმაცია.

ნიკა გვარამია:

“ასევე, ინფორმაცია გვაქვს, რომ აპირებენ მის გადაყვანას გორის ჰოსპიტალში, სადაც შესაძლოა, დაიგეგმოს ე.წ. ოსური სპეცრაზმის მიერ მიხეილ სააკაშვილის გატაცება.”

ბექა ბასილაია:

“ალბათ, ხელისუფლების გეგმა და სურვილია, რუსულ სპეცსამსახურებს გადააბარონ მიხეილ სააკაშვილი”.

დიმიტრი საძაგლიშვილი:

“შიმშილობა სულ უფრო და უფრო აშკარა უარყოფით შედეგებს იწვევს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობაზე. ჩვენი მოთხოვნაა, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მოხდეს იმ კერძო კლინიკაში, სადაც ზოგადად ხდება პატიმრების გადაყვანა, რომელთანაც იუსტიციის სამინისტროს აქვს ხელშეკრულება. არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა იყოს კლინიკა, რომელიც დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების რისკებთან. ასეთია გორის სამხედრო ჰოსპიტალი. როცა ვსაუბრობ რუსულ სპეცსამსახურებზე, ამაში იგულისხმება ოსური ბანდფორმირებებიც და სხვა ძალები, რომლებიც რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედებენ”.

ამ წუთებში, ეკა ხერხეულიძე გლდანის ციხესთანაა, სადაც იგი ელოდება მიხეილ სააკაშვილის ნახვას, რათა გამოიტანოს საჯაროდ მისი პასუხი.

იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი დათანხმდება გორის ჰოსპიტალში გადასვლას, სავარაუდოდ, მისი ავდოკატებიც გააკეთებენ განცხადებებს და გვეტყვიან, შეიცვალა, თუ არა რაიმე, პირველი ნოემბრის შემდეგ და ისევ რჩება თუ არა საფრთხე, რომელზედაც ისინი საუბრობდნენ? მათ განცხადებებს “ალია” დაუყოვნებლივ შემოგთვაზებთ.

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

თიბისისა და VELI.store-ის 1-თვიანი პარტნიორობა დაიწყო – არ გამოტოვოთ განსაკუთრებული შეთავაზებები
ახალი ამბები

თიბისისა და VELI.store-ის 1-თვიანი პარტნიორობა დაიწყო – არ გამოტოვოთ განსაკუთრებული შეთავაზებები

12:53 07-19-2025
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს – თიბისი
ახალი ამბები

2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს – თიბისი

18:59 07-18-2025
თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines საქართველოში პირველ სამოგზაურო ბარათს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines საქართველოში პირველ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

15:54 07-18-2025
თიბისი უზბეკეთი ნეობანკინგის კატეგორიაში მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფინტექად დასახელდა
ახალი ამბები

თიბისი უზბეკეთი ნეობანკინგის კატეგორიაში მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფინტექად დასახელდა

11:39 07-18-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved