ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის, „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად,
კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან, შედეგები ასე გადანაწილდა:
„ქართული ოცნება“ – 60,2%
„ნაციონალური მოძრაობას“ გაერთიანებულ პარტიებთან ერთად აქვს – 15,4%
გვარამია, მელია, ხოშტარია, ჯაფარიძის გაერთიანება – 9.0%
ხაზარაძის გაერთიანებას – 3.3 %
გიორგი გახარია პარტიას – 2.9 %
იაგო ხვიჩიას „გირჩს“ – 2.8 %
„ლეიბორისტული პარტია“ – 2.0 %
„პატრიოტთა ალიანსი“ „ალტ ინფოს“ – 1.9 %
სხვა პარტიები – 2.5 %
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „გორბიმ“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ქვეყნის მასშტაბით პირისპირი ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით ჩაატარა. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 12 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრის პერიოდში. გამოიკითხა 1704 ადამიანი. ცდომილების ზღვარი +/- 3 პროცენტია.
კომენტარები