ფოტო – პირობითი
გამომცემლობა “კალმოსანის” დამფუძნებელი, ხვიჩა ყალაბეგაშვილი:
“ძალიან დიდი თოვლი იყო იმ ზამთარს, 1943 წელია, გერმანელების არტილერიამ ზურგიდან დაგვარტყა, მე გონება დავკარგე და თხრილში ჩავარდნილი ჩემი უსიცოცხლო სხეული თოვლმა დაფარა… როგორც მერე მომიყვნენ, გაწვრთვნილმა ძაღლმა ამოთხარა თოვლი, გამომათრია და როგორც ხედავთ, გადავრჩი… ჰოდა, ეგ ძაღლი რომ გაცოცხლდეს და მთხოვოს რომელიმეს ნიშანი მოგიმატოთ, მაინც არ მოგიმატებთ, ამიტომ სჯობს ლექციები არ გააცდინოთ და ისწავლოთ… – ასეთი რამ მოუყვა ჩემს მეგობარს ლექტორი, პირველ კურსზე, პირველი თოვლის აღსანიშნავად…”
კომენტარები