• რეკლამა
  • კონტაქტი
00:11, პარასკევი, 9 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გოგო მიგზავნის ვიდეოს და ვხედავ, ხელები დასერილი აქვს და ძლიერი სისხლდენაა – მთელი ღამე პოლიციაში გავატარე”

ალია ავტორი - ალია
19:41 08-03-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
113

პოეტი შალვა ლონდარიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“წუხელ პოლიციის განყოფილებაში გავათენე, ჩემს ცხოვრებაში პირველად აღმოვჩნდი სამართალდამცავთა შენობაში, როგორც…

ისტორიას ოდნავ შორიდან დავიწყებ.

დაახლოებით 1 თვის წინ, სოციალურ ქსელში, ახალგაზრდა გოგონამ მეგობრობის თხოვნა გამომიგზავნა. მეგობრობაზე უარის თქმა არ მახასიათებს, მიუხედავად მეგობრობის მსურველთა პოლიტიკური, რელიგიური, თუ სხვა განმასხვავებელი რაიმე ნიშნისა.

გოგონას რეპუტაციას ვუფრთხილდები, ამიტომ მას, ინიციალებით მოვიხსენიებ.

ა.ლ. ჩემთან საუბრით, თავიდანვე დეპრესიული საუბრით გამოირჩეოდა. ყოველთვის ხაზს უსვამდა იმას, რომ არავის უყვარდა და ყველასგან მიტოვებული იყო. წერდა იმასაც, რომ იყო მძიმედ ავადმყოფი. ადამიანურად ამ ისტორიებმა ჩემზე ძალიან იმოქმედა, იმ დონეზე მივიღე მისი ტკივილი, რომ ეკლესიაში, ჩემს მოძღვართან გასაუბრებაც კი შევთავაზე, თუმცა გოგონამ აღნიშნულ წინადადებაზე კატეგორიული უარი განაცხადა.

ასე გადიოდა დრო…

ანნის პრობლემები დღითიდღე მრავლდებოდა, მეც როგორც შემეძლო ვამშვიდებდი, თუმცა წუხელ, მისმა პრობლემამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, იგი კვლავ დამიკავშირდა და მომწერა, რომ ძალიან ცუდად იყო, რამდენიმე წამის შემდეგ კი ვიდეო გამომიგზავნა, სადაც აღწერდა თუ იმ წუთას როგორ მდგომარეობაში იმყოფებოდა… ვიდეოში მოქმედ პირს ხელში “ბრიტვა” უჭირავს, ხოლო ხელები რამდენიმე ადგილზე აქვს დასერილი და ძლიერი სიხლდენაა…

სიმართლე გითხრათ, შოკში ჩავარდი…

ადამიანის თვითმკვლელობისა, თუ თვითდაზიანების ასეთი კადრი პირველად ვნახე… თუმცა ახლა მთავარი იყო ანნის გადარჩენა… დაუყონებლივ დავუკავშირდი 112-ს და ზედმიწევნით ვუამბე ვიდეოში ნანახის შესახებ.

„გამარჯობა, გიკავშირდებით შალვა ლონდარიძე. არ ვიცი ტყუილია, თუ მართალი, მაგრამ სოციალური ქსელით მივიღე ვიდეოკადრი, სადაც ნათლად ჩანს, რომ ადამიანი ვენებს იჭრის, არის სიხლდენა, საუბარია სიცოცხლის გადარჩენაზე… გთხოვთ სასწრაფო რეაგირებას. გოგონა ფიზიკურად არასოდეს მინახავს და არც საცხოვრებელი ადგილი ვიცი, გარდა იმისა, რომ ცხოვრობს გორში“.

შესაძლოა კიდევ რაღაც ვთქვი, მაგრამ დეტალურად ნამდვილად აღარ მახსოვს, ვინაიდან ჩემი ღრმა რწმენით ანნის სიცოცხლე ახლა უკიდურეს საფრთხეში იყო, მე კი ძლიერ სტრესში…

112-ში შეტყობინების დატოვების შემდეგ პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში ნებაყოფლობით გამოვცხადდი. დაუყონებლივ დაიწყო გოგონას სამძებრო სამუშაოები, საქმეში გორის რაიონის რეგიონალური პოლიცია ჩაერთო. ასევე გადამოწმდა საავადმყოფოები, ხომ არ იყო აღნიშნული დაზიანებებით ვინმე შემოსული… საქმის პარალელურად გაიხსნა ჩემი „ფეისბუქ“ გვერდიც და პოლიციამ ანნისა და ჩემი მიმოწერის შესწავლა დაიწყო. გაიშიფრა მთელი ისტორია და დადგინდა, რომ ანნის ახალი მეგობარი, (თქვენი მონამორჩილი) აბსოლუტურად სუფთა ისტორიით იყო…

და მამობრივი დარიგებების გარდა, პირადი მიმოწერის რეჟიმში სხვა სახის ტექსტი არ არსებობდა!

ამასობაში პარალელურად დადგინდა, რომ გოგონა გორის რაიონის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრი იყო. პოლიციის ჯგუფი მისამართზე დაუყონებლივ გავიდა. ამასობაში, თბილისის პოლიციის დიდი დიღმის განყოფილებაში ყველას განსაკუთრებული მოლოდინი გვაქვს. როგორ არის ანნი?..

უცებ მესმის პოლიციის ხმა, „სანერვიულო არაფერია, მისამართზე მისვლისას გოგონას ეძინა”

… ჰო, მეგობრებო, აი ასე… ჩვეულებრივ, უდარდელად ეძინა ანნის… უბრალოდ უდარდელად ეძინა…არ ვიცი, ახლა რა დავწერო, თუმცა რაც გონებაში მოვა ამ წუთას, იმას დავწერ. ანნი, შენ მომავალი მეუღლე, დედა და უბრალოდ – მოქალაქე ხარ. სისხლის ემოციით თამაში ყველაზე საშინელი რამაა, რაც ადამიანებს შორის შეიძლება არსებობდეს. აღარ ჩაიდინო ასეთი საქციელი, ვინაიდან ეს იგივეა, რომ ადამიანს ტყვია ესროლო და მოარტყა, ოღონდ ვერბალურად…

მე მეტს აღარაფერს გეტყვი, თუმცა შენმა ამ გაუგონარმა, თავხედურმა ტყუილმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმ ადამიანურ „კაპიტალში“, რომელსაც მეგობრობა ჰქვია.

სიამაყით წარვადგენ ჩემს მეგობარს ზურა დოლიძეს, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში მთელი ღამე ჩემთან ერთად გაატარა. გვერდით მედგა იმიტომ რომ ამ ქვეყნად ჯერ კიდევ არსებობს ადამიანობა, ოჯახიშვილობა, ვაჟკაცობა, სიყვარული. გულწრფელ მეგობრობაში არ დაისმის და არ გაისმის კითხვები „რატომ გჭირდები“?.. უბრალოდ იქ ხარ, სადაც შენი მეგობარია, უბრალოდ იქ ხარ და მორჩა!..

ჩემი ამ ისტორიის შემდეგ, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა, ასევე პოლიციას გადავუხადო. ამ ქვეყანაში უამრავი შეკითხვა არსებობს ამ ძალოვანი უწყების მიმართ, არსებობს ობიექტურად, მაგრამ ასევე ობიექტურად არსებობს ფაქტები, როდესაც პოლიცია პროფესიონალური უნარ-ჩვევების საფუძველზე მოქმედებს და შედეგიც ისეთია, როგორიც სიმართლეს შეეფერება!

ოპერატიული მუშაობისთვის, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი გორის რაიონის პოლიციასა და თბილისის დიდი დიღმის რაიონის პოლიციის განყოფილებას.მეგობრებო, ნაცნობებო, თუ უბრალოდ სრულიად უცნობო ადამიანებო, ყველას უსაფრთხო და შინაარსიან დღეს გისურვეთ!თქვენდამი პატივისცემით, შალვა ლონდარიძე

P.S. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე ვაკეთებ დამატებით განმარტებას. გოგონა ამ წუთებში გორის რაიონის ბოლიციის გაყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება.მისი განცხადებით, მან იხუმრა…”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
ახალი ამბები

ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად

16:51 10-08-2026
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები – კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული – თიბისი
ახალი ამბები

მობაილბანკის სექტემბრის განახლებები – კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული – თიბისი

14:30 10-08-2026
თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა

13:56 10-08-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება

15:07 10-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved