• რეკლამა
  • კონტაქტი
14:42, შაბათი, 20 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„გოგაშვილი ხვდებოდა პოლიტიკოსებს და არწმუნებდა, რომ მათთვის არაფერი დაუშავებია და ინფორმაციებსაც აწვდიდა“ – გოგიტა დალაქიშვილი

ალია ავტორი - ალია
20:49 07-28-2022
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
598

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება უსაფრთხოების ექსპერტი, გოგიტა დალაქიშვილი.

– გოგაშვილის დაჭერიდან სამ დღეში გამოქვეყნდა არჩევნების გაყალბების შესახებ ზღვა ინფორმაცია, კონკრეტული გვარები, კონკრეტული სქემები. შენი აზრით, ეს ის ინფორმაცია იყო, რომელიც გოგაშვილმა, მისივე თქმით, უცხოეთის საელჩოებსაც მიაწოდა და თან დააანონსა, ამ მასალებს მეც გამოვაქვეყნებო? და თუ ეს გოგაშვილის მოპოვებული თუ მოპარული მასალები იყო, კიდევ სხვა მასალებიც გამოქვეყნდება არჩევნების გაყალბებაზე?

– ძნელია დაზუსტებით რაიმეს თქმა. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ეს სოსო გოგაშვილის დაანონსებული მასალები უნდა იყოს. დაიჭირეს და მართლა სამ დღეში გამოქვეყნდა. სავარაუდოდ, გაგრძელებაც იქნება. თუმცა, დაბეჯითებით ვერ ვიტყვი, რომ ეს გოგაშვილის მოპოვებული მასალები იყო. ამ მასალებთან წვდომა მასაც ჰქონდა და სხვებსაც. არ გამოვრიცხავ, სხვამ გამოიტანა და გაასაჯაროვა. ისე, რაც ეს მასალები წავიკითხე, ზუსტად ასე მუშაობდნენ წინა ხელისუფლების სპეცსამსახურები არჩევნების წინ – სკოლებისა და საბავშვო ბაღების დირექტორებთან, ქუჩაში ძველ ბიჭებთან, სოციალურად დაუცველებთან… კი, ეს დანაშაულია, კომპრომატია, მაგრამ ახალი არაფერია. ახალი არაფერი იმ  გაგებით, რომ ეს კინო წინა ხელისუფლების დროს უკვე ნანახი გვაქვს. მე ველოდები, რომ უფრო სერიოზულ სკანდალურ  მასალებს გამოაქვეყნებს გოგაშვილი, რომლებზეც მოხდება სამართლებრივი რეაგირება, რადგან სხვა გზა აღარ დარჩება ხელისუფლებას. მაგალითად, ველოდები მასალების გამოქვეყნებას, როგორ ხდებოდა პოლიტიკური ოპონენტების დამუშავება,  დისკრედიტაცია, მათი მოსყიდვა,  როგორ ხდებოდა მათი თვალთვალი, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებრივ მოძრაობებში აგენტურის ჩანერგვა… ვინ იყვნენ ამ ყველაფრის შემსრულებლები, უნდა დაიდოს კონკრეტული გვარ-სახელები და თანამდებობები. ჯერ ამ ყველაფერს ვერ ვხედავ. აი, ეს უნდა დადოს გოგაშვილმა. ხალხს ამგვარი მასალების გასაჯაროების მოლოდინი გაუჩინა. ჯერ რასაც ლაპარაკობს, ეს ბელეტრისტიკაა, უმნიშვნელოა ყველაფერი, რასაც ლაპარაკობს.

– თავად თქვი, სუს-იდან მარტო გოგაშვილს არ გამოჰქონდა ინფორმაციებიო. გამოდის, გოგაშვილის დაჭერით, ბევრმა ამოისუნთქა სუს-ში, ბევრის დანაშაული გადაიფარა და შესაძლოა, სამუდამოდ ჩაიფარცხა?

– კი, მაგას ვამბობ ზუსტად. გოგაშვილსაც ხელს აწმენდენ. ეს ერთი გოგაშვილი იყო ყველგან არჩევნების გაყალბების დროს? გოგაშვილი აგვარებდა სკოლების დირექტორების, ძველი ბიჭების, პატიმართა ოჯახის წევრებთან და კიდევ რამდენიმე კატეგორიის ათასობით ადამიანთან საქმეებს? ხმების საფასურად პრობმლემებს ყველას გოგაშვილი უგვარებდა? ეს წარმოუდგენელია.

– გოგაშვილს აბრალებენ, რომ 2018 წელს, საქართველოს შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს, უკრაინის დაზვერვის თანამშრომელს, გია ლორთქიფანიძეს საიდუმლო მასალები გადასცა, რის  საფასურადაც სიღნაღში სასტუმრო „ხირსა“ მიიღო. რამდენად დამაჯერებელის ეს ინფორმაცია? ნამდვილია თუ ეს გოგაშვილის „განაცების“, მისი დისკრედიტაციის მცდელობაა?

– თეორიულად შესაძლებელია ყველაფერი, თავისუფლად შეიძლებოდა, გაეყიდა ინფორმაცია არა მარტო უკრაინის, არამედ სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებისთვის. თუ ეს მართალია, ეს უკვე ადამიანის დაცემაა, მინისტრის მოადგილე იყავი და მერე, როგორც აგენტი, ისე ჰყიდი ინფორმაციას. ასევე, გოგაშვილი როდესაც უკვე დაჭერას ელოდა, იმ პერიოდში ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის შეიძლება მიეცა საიდუმლო ინფორმაცია, ამ ხელისუფლების კომპრომატები, რომ თუ დაიჭერდნენ, მერე ისინი დასდგომოდნენ გვერდში პოლიტპატიმრის საკითხი იქნებოდა ეს თუ სხვა. დანამდვილებით ვიცი, გოგაშვილი ბოლო წლებში ხვდებოდა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, მათ შორის პარლამენტის დეპუტატებს და არწმუნებდა, რომ მათ წინაშე არაფერი დაუშავებია და თუ რამ ცუდი გაუკეთა მათ სუს-მა, თავად გოგაშვილი ამ ყველაფერის წინააღმდეგი იყო. ასევე, გარკვეულ, მათთვის სასარგებლო ინფორმაციასაც აწვდიდა. მოკლედ, ურთიერთობის დალაგება დაიწყო პოლიტიკურ ოპოზიციასთან. ახლა ამ შეხვედრებისა და გარიგებების შედეგებს ვხედავთ. პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს იცავენ გოგაშვილს, მათი 99% შეხვედრილია გოგაშვილთან და მისგან მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვს მიღებული. ისიც ვიცი, ვის  ხვდებოდა და რატომ ხვდებოდა, მაგრამ ამ თემაზე საუბარი არ შემიძლია.

თეგები: გოგიტა დალაქიშვილისოსო გოგაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved