შსს-ს საპატრულოს დირექტორს, ლევან მაისურაძეს ახალი მოადგილე ჰყავს – შალვა ბარელაძეს გოგა მემანიშვილი ცვლის. შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული საკადრო ცვლილებების შესახებ შსს-სთან დაკავშირებული Facebook-გვერდი “ყველაფერი პოლიციის შესახებ” ავრცელებს.
გავრცელებული ინფრომაციის თანახმად, პოლიციის პოლკოვნიკმა შალვა ბარელაძემ თანამდებობა თავისი გადაწყვეტილებით დატოვა და კადრების განკარგულებაში გადავიდა.
რაც შეეხება გოგა მემანიშვილის აწ უკვე ძელ პოსტს, ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსად პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი დავით მამაგეიშვილი დაინიშნა.
















კომენტარები