• რეკლამა
  • კონტაქტი
02:42, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გმირთა მოედანზე ყოველგვარი სამშენებლო სამუშაო დროებით უნდა შეჩერდეს – ზურაბ ბაქრაძე

ალია ავტორი - ალია
18:28 08-25-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
733

გამოცემა “ნეტგაზეთი” აქვეყნებს ქალაქმგეგმარებელის, ზურაბ ბაქრაძის წერილს, რომელსაც, ასევე უცვლელად გთავაზობთ:

 

თბილისის განვითარებაში არსებობს რამდენიმე განმსაზღვრელი ფაქტორი, რომლებმაც „გმირთა მოედნის“, როგორც სატრანსპორტო კვანძის, წარმოშობა განაპირობეს (ის არსებითად სატრანსპორტო კვანძია და არა მოედანი). მათ შორის მთავარია თბილისის რკინიგზის სადგურის ისეთ ადგილას აშენება, რომ საჭირო შეიქნა მდინარე ვერესა და მტკვრის შესართავთან არსებული ქედის გაჭრა, რათა სადგურიდან მომავალი გზ,ა ერთი მხრივ, შეერთებოდა საქართველოს სამხედრო გზას, ხოლო მეორე მხრივ, ყოფილი ლენინის (ახლა კოსტავას) ქუჩით დაკავშირებოდა მტკვრის მარჯვენა ნაპირზე განთავსებულ უბნებს, ვაკეს, ვერას და მთაწმინდას. სამშენებლოდ ათვისება საბურთალოსი, რომელიც აღნიშნულ უბნებს საქართველოს სამხედრო გზით უკავშირდებოდა, გახდა დამატებითი ფაქტორი სადგურის ქუჩის ამ გზასთან დასაკავშირებლად (იხ.სურ. 1 და 2).

აღნიშნული ქედის გაჭრას მალევე მოჰყვა ამ სატრანსპორტო კვანძის მარჯვენა სანაპირო ქუჩასთან დაკავშირება, ცოტა გვიან კი, ვარაზის ხევის კოლექტორში გატარებით, ვაკის რკინიგზის სადგურთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობა. ამდენად, აღნიშნულ ადგილას გაჩნდა 5 გზის თავმოყრით შექმნილი, ძალზე რთული სატრანსპორტო კვანძი (იხ. სურ. 3), რომელსაც 2000-იან წლებში მეექვსეც დაემატა – მდინარე ვერეს პოტენციურ სარეკრეაციო ხეობაში გატარებული ავტომაგისტრალი.

მოკლედ, „გმირთა მოედნის“ ამ უაღრესად რთული სატრანსპორტო კვანძის წარმოშობა უშუალოდ განაპირობა რკინიგზის მთავარი სადგურის გაუაზრებელმა განთავსებამ ქალაქში. ამისთვის გაცილებით ხელსაყრელი იქნებოდა დღევანდელი მარჯანიშვილის ქუჩისა და რკინიგზის გადაკვეთის ადგილი, რადგან ეს ქუჩა ვერის ხიდით ბუნებრივ ლანდშაფტში უხეში ჩარევის გარეშე დააკავშირებდა სადგურს მტკვრის მარჯვენა სანაპიროს უბნებთან.

1934 წლის რუკაზე (იხ. სურ. 2), კარგად ჩანს, რომ მომავალი „გმირთა მოედნის“ არეალი ქალაქის ქუჩათა ქსელთან და მის სხვა სტრუქტურებთან დაკავშირებული არაა – ის არის მდინარე ვერეს მტკვართან შესართავ ადგილას არსებული დაბლობი, სადაც გაჩნდა სატრანსპორტო კვანძი ქალაქის მარჯვენა სანაპიროზე ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნების რკინიგზის სადგურთან და საბურთალოსთან დასაკავშირებლად, რასაც დაემატა საკუთრივ ამ კვანძის კავშირი მარჯვენა სანაპირო ქუჩასთან, რომელიც შემდგომში ქალაქის გამჭოლ ავტომაგისტრალად იქცა.

ამ თვალსაზრისით უაღრესად სიმპტომატურია პოსტსაბჭოურ ხანაში აღნიშნული სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქცია, ეგრეთ წოდებული „ესტაკადათა აბლაბუდის“ გაჩენა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ ადგილას არა მოედნის, არამედ სატრანსპორტო კვანძის არსებობას.

აღნიშნულ შეცდომას, ე.ი. მთავარი სარკინიგზო სადგურის არასწორ ადგილას აშენებას და ამის გამო ქედის გაჭრას მოჰყვა სხვა ქალაქმშენებლური შეცდომებიც – ქედის კონცხზე ცირკის შენობის, ამ კონცხის ძირას, მტკვრის მხარეს საცურაო აუზის (მოგვიანებით მის ადგილას რესტორან „არაგვის“), ეგრეთ წოდებული „თერთმეტსართულიანი სახლის“, მის მომიჯნავედ, საბურთალოსკენ მიმართული ნაგებობების რიგის, მდინარე ვერეს მარჯვენა ნაპირზე საქსოვი ფაბრიკისა და საცურაო აუზის, „ლაგუნა ვერეს“ მშენებლობები (იხ. სურ. 3). ყველა ამ ობიექტის მომსახურება მხოლოდ ზემოთ აღწერილი, ძირითადად ინდივიდუალური მანქანებისთვის გათვლილი, სატრანსპორტო კვანძიდანაა შესაძლებელი. არცერთი მათგანი არაა დაკავშირებული თბილისის ჩამოყალიბებულ საქალაქო სტრუქტურებთან, რაც მათ უსიცოცხლო „კუნძულებად“ აქცევს. ეს „კუნძულები“ თამაშობენ ერთგვარი მეტასტაზების როლს ქალაქში, რამდენადაც თავიანთი სიმძლავრის გამო არიან საზოგადოებრივი ცხოვრების მიზიდულობის წერტილები, მაგრამ ვერ ეწერებიან თბილისის საზოგადოებრივ სივრცეთა ორგანულ სისტემაში.

აღწერილის გამო ამ არეალში აშენებული ყველა ობიექტი იგივე ბედს გაიზიარებს, დამატებით გადატვირთავს მას სატრანსპორტო თვალსაზრისით და, რაც მთავარია, კიდევ უფრო გაართულებს ისედაც უაღრესად რთულ ქალაქმშენებლობით ამოცანას, ჩართოს ეს არეალი თბილისის საზოგადოებრივ სივრცეთა ცოცხალ სისტემაში.

ამიტომ აუცილებელია ამ არეალში ყოველგვარი სამშენებლო საქმიანობის დროებით აკრძალვა და საქსოვი ფაბრიკის ადგილას დეგეგმილი მაღლივი შენობებისთვის მშენებლობის უფლების გაცემის საქმისწარმოების შეჩერება.

ამის მერე აუცილებელი იქნება ღია ქალაქმშენებლური კონკურსის გამოცხადება ამ არეალის საქალაქო საზოგადოებრივ სივრცეთა სისტემაში ჩართვის მიზნით. ამ უკანასკნელის შემთხვევაში საჭირო იქნება კონკურსის არსის შესაფერი, თანამედროვე ქალაქგეგმარების თვალსაზრისით გამართული საკონკურსო პირობების შედგენა და კონკურსის გამჭვირვალედ ჩატარება.

თეგები: ზურაბ ბაქრაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved