• რეკლამა
  • კონტაქტი
04:02, შაბათი, 10 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, გმირად რომ გვიცხადებ ადამიანს, რომელმაც პოლიციის უფროსს გაარტყა ხელი, ეს სამარცხვინოა” – ირაკლი კობახიძე მზია ამაღლობელზე

ალია ავტორი - ალია
21:46 07-23-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
357

ირაკლი კობახიძემ საზმაუს ეთერში განაცხადა:

„ჯერ შევთანხმდეთ იმაზე, ჩაიდინა თუ არა მზია ამაღლობელმა დანაშაული და მერე ვიმსჯელოთ კვალიფიკაციაზე. ამასაც აღიარებენ თუ არა, ამაზეც არ მომისმენია მათი აღიარება. პირველ რიგში ყველამ უნდა აღიაროს, რომ ძალიან მძიმე ქმედება იქნა ჩადენილი. დანაშაულის კვალიფიკაციას იძლევა შესაბამისი სტრუქტურა, სასამართლო, მაგრამ როდესაც ვიღაც გამოდის და პოლიტიკურ ბრალდებას გვიყენებს, მაშინ ისიც უნდა დაამტკიცოს, რომ იქ დანაშაული არ იყო ჩადენილი. ცალსახად შეიძლება ვთქვათ ის, რაც წერია სისხლის სამართლის კოდექსში, როდესაც ვიღაც ასეთი ფორმით აყენებს შეურაცხყოფას პოლიციელს, ეს არის ცალსახა, არა მარტო ფორმალურად, არამედ თავისი არსით სისხლის სამართლის დანაშაულის დონის შესაბამისი ქმედება, ეს უნდა აღიაროს ყველამ. ამას თუ არ აღიარებენ, მაშინ ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისმის პოლიტიკური ბრალდებები. აქაც იყო დაკვეთა. მე არ ვგულისხმობ კონკრეტული ადამიანის მიმართ დაკვეთას, დაკვეთა იყო ის, რომ უნდა დაეკნინებინათ უცხოელ აგენტებს ქართული პოლიცია და ქართველი პოლიციელი. სწორედ ამიტომ ვიხილეთ ის, რაც ვიხილეთ. კონკრეტულ შემთხვევაში სახეში გაარტყეს ხელი პოლიციის უფროსს. ეს მიზანმიმართული ქმედებები იყო…

ამიტომ აკეთებდა გახარია იმას, რასაც აკეთებდა დავალებით. აიყვანა პანკისში პოლიციელები და გაალახინა პრაქტიკულად ადგილობრივ მოსახლეობას. ქვებს ესროდნენ და მოუწიათ უკან წამოსვლა. ეს იყო კონკრეტული დავალების შედეგი, რომელიც მაშინ შეასრულა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა. იგივე ბასიანის შემთხვევა, გახსოვთ, როდესაც პოლიციელების მაგივრად ბოდიში მოიხადა მაშინდელმა მინისტრმა გახარიამ. ვინ ეკითხებოდა მას პოლიციელების მაგივრად ბოდიშის მოხდას და ა.შ. 20 ივნისს რაც გააკეთა, პირდაპირი მიზანი იყო პოლიციის დისკრედიტაცია, როდესაც საქმე მიიყვანა რეზინის ტყვიების სროლამდე და ამან მძიმე შედეგი დააყენა. ეს ყველაფერი არის ერთი ხაზით მართული – პოლიცია უნდა იყოს დაკნინებული. ამის უფლებას ვერავის მივცემთ. შესაბამისად, ჯერ პირველ რიგში ვისაუბრებ იმაზე, იყო თუ არა პირველ რიგში, ამორალური ქმედება ჩადენილი, კვალიფიკაციას აძლევს სასამართლო. რაც შეეხება სასჯელს, ჯერ სასჯელიც არ არის დამდგარი როცა ამაზე მიდის საუბარი, არის კონკრეტული მუხლით აღძრული საქმე, საბოლოო ჯამში სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას სასჯელთან დაკავშირებით. ჯერ დაველოდოთ სასჯელს, ვინ ეკითხება მათ კვალიფიკაციის განხილვას. ჯერ აღიარონ, რომ ძალიან მძიმე ქმედება იქნა ჩადენილი, გმირად რომ გვიცხადებ ადამიანს, რომელმაც პოლიციის უფროსს გაარტყა ხელი, ეს სამარცხვინოა. უნდა აღიარონ, რომ ეს ქმედება იყო აბსოლუტურად ამორალური, დასაძრახი და მერე ვისაუბროთ ყველაფერ დანარჩენზე“

თეგები: ირაკლი კობახიძემზია ამაღლობელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!

00:00 10-10-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved