• რეკლამა
  • კონტაქტი
15:55, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

Global Finance-მა თიბისი 2024 წელს საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მომწოდებლად დაასახელა

ალია ავტორი - ალია
12:27 01-29-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
205

საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა – Global Finance, 24-ე დაჯილდოებაზე, თიბისი, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით, კიდევ ერთხელ დაასახელა საუკეთესო მომწოდებლად საქართველოში.

თიბისიმ აღიარება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა, ბაზრის წილი, გლობალური დაფარვის მასშტაბები, მომსახურება, კონკურენტუნარიანი ფასები და ინოვაციური ტექნოლოგიები.

“ბოლო დროს, Global Finance-ის დაჯილდოება და ზოგადად, საერთაშორისო ბაზარი აქცენტს თანამედროვე ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე აკეთებს, რადგან ტექნოლოგიების ეპოქაში, მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილებას სწორედ ციფრული შესაძლებლობები და ავტომატიზებული სერვისები ქმნის. თიბისი ამ ჯილდოს წლებია ზედიზედ იღებს, რაც ადასტურებს, რომ ჩვენ არა მხოლოდ ფინანსური, არამედ ტექნოლოგიური კომპანია ვართ, რომელიც ბიზნესებს თანამედროვე, ინოვაციურ გადაწყვეტებსა და გამარტივებულ პროცესებს სთავაზობს. 2024 წელს განვაგრძნობთ ჩვენი პარტნიორი კომპანიების საერთაშორისო ვაჭრობაში მხარდაჭერას, რაშიც  ჩვენი გუნდის წევრების ექსპერტული გამოცდილება, თიბისის ციფრული შესაძლებლობები და მსოფლიოს მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა გვეხმარება“, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე. 

„გამოწვევებით სავსე გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გარემო, პროცესების გაციფრულებისა და ამ პროცესებში ტექნოლოგიების ინტეგრირების აუცილებლობას ზრდის. სწრაფად ცვალებად და გარდამავალ ეპოქაში, ბანკების კორპორაციული კლიენტები სანდო პარტნიორს და საყრდენს, სიმარტივეს და სიზუსტეს ეძებენ. თავის მხრივ ბანკები, რომლებიც ვაჭრობის დაფინანსებას უჭერენ მხარს, მიწოდების ჯაჭვში მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფით ცდილობენ, რომ გაუმკლავდნენ ეკოსისტემების დაზიანებას და ეფექტურად უპასუხონ გარემოს დაცვით, სოციალურ და კორპორაციული მართვის (ESG) მზარდ ტენდენციას“, – ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის გამომცემელი და მთავარი რედაქტორი.

ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემაGlobal Finance 20 წელზე მეტია სხვადასხვა ნომინაციაში მსოფლიოს საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს ასახელებს. წლების განმავლობაში, თიბისის გამოცემისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში.

წელს, რიგით 24-ე დაჯილდოების ფარგლებში, გამოცემამ ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მომწოდებლები მსოფლიოს 100 ქვეყანაში დაასახელა.

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved