„მეუფეს უნდა ჰკითხოთ, ვის აზიარებს და ვის არა, ზიარებამდე აღსარებაა ჩასაბარებელი~“, – ასე უპასუხა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა მეუფე სპირიდონის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. შეგახსენებთ, მეუფემ განაცხადა, რომ პოლიტიკოსები, ვინც ხელი არ მოაწერა უმცირესობის თავისუფლებას, არცერთმა მამაომ არ უნდა აზიაროს.
ანრი ოხანაშვილი:
„ეს მეუფეს უნდა ჰკითხოთ, ვის აზიარებს და ვის არა, ზიარებამდე აღსარებაა ჩასაბარებელი. თქვენ გჯერათ, რომ ოპოზიციის მთელი რიგი წარმომადგენლები მეტანიებით და აღსარებით იკლავენ თავს, რომ ზიარებისთვის მოემზადონ და ამაზე წუხან, რომ არ აზიარებენ? ჭორაობაში ნუ შევალთ, არასერიოზულია“
კომენტარები