,,ნაცმოძრაობის” ინიციატივას, პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის წამების ფაქტის შემსწავლელი დროებითი კომისია შეიქმნას, იაგო ხვიჩია და მისი 3 თანაგუნდელი მხარს დაუჭერენ.
იაგო ხვიჩია:
პოზიტიურ ხასიათზე ვარ ამასთან დაკავშირებით. თითქოს, ყველაფერი რიგზეა და თითქოს ჩვენც გვექნება კოლეგების მხარდაჭერა, როცა დაგვჭირდება. დრო გვაჩვენებს, უფრო ცხადი გახდება ,,ნაციონალური მოძრაობის” პოზიციაც.
,,ნაციონალური მოძრაობა” საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე პარლამენტში კონსულტაციებს განაგრძობს. უკვე ცნობილია, რომ ,,ენმ” ინიციატივას მხარს უჭერს ,,ლელო”.
კომისიის შესაქმნელად 50 დეპუტატის თანხმობაა საჭირო.
კომენტარები