• რეკლამა
  • კონტაქტი
20:55, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გირჩი” გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივით გამოდის და “ოცნებასთან” თანამშრომლობას არ გამორიცხავს

ალია ავტორი - ალია
13:03 04-01-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
316

“გირჩი” “ქართულ ოცნებასთან” გარიგებაზე მზაობას გამოთქვამს – თუ “ოცნება” გენდერულ კვოტირებას გააუქმებს,
“გირჩი” ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას მხარს დაუჭერს, ეს საკითხი დღეს ბიუროზე  განიხილება.

თუ მმართველი პარტია სამ საათზე “გირჩის” მომზადებულ კანონპროექტზე დადებით შეფასებას დააფიქსირებს, გამოდის, რომ ოპოზიციის ნაწილსა და ქართულ ოცნებას შორის წინასაარჩევნოდ შეთანხმება შედგა.

ცესკოს სასურველი თავმჯდომარის დამტკიცებას ივანიშვილის პარტიაა დამოუკიდებლად ვერ ახერხებს, რადგან მას პარლამენტში ახლა საკმარისი ხმები არ აქვს, ამიტომ “გირჩის” იდეა, პრაქტიკულად მაშველი რგოლია “ოცნებისთვის”.

ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას ცესკოს თავმჯდომარის არჩევაში, როგორც ჩანს, ქართულ ოცნებას უნდა, რომ ეს პროცესი იყოს ლეგიტიმური, რაც ძალიან კარგია – თუ კანდიდატი იქნება მისაღები, როგორიც თავის დროზე ჩვენთვის იყო კალანდარიშვილი, დავუჭერთ კიდეც მხარს,” – ამბობს ვახო მეგრელიშვილი.

იაგო ხვიჩია ამტკიცებს, რომ მათი მიზანი თანასწორობაა და გენდერული ნიშნით პარლამენტში არ უნდა ხვდებოდნენ ადამიანები.

ჩვენ ადამიანთა თანასწორობისთვის ვიბრძვით და მიგვაჩნია, რომ ადამიანები სქესის მიუხედავად თანასწორები არიან და გარდა ამისა, მივიღებთ იმას, რომ 2020 წლიდან, როცა წავაგწეთ დავა ამასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში, ენჯეო სექტორი, ვითომ იურისტები გამოლაგდნენ და საუბრობდნენ იმაზე, თუ როგორი არასწორები ვიყავით ჩვენ მაშინ და როგორი სწორი ცვლილება მიიღეს ქართულმა ოცნებამ და ენჯეო სექტორმა ერთად, უბრალოდ ახლა გვაინტერესებს შეცვლილ სიტუაციაში ამ თემასთან დაკავშირებით დისკუსია – მართლა ასე ფიქრობენ, რატომ ფიქრობენ ამას. თქვენ რომ პარლამენტში მოხვდეთ, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია წამოგაძახოთ – შე, კვოტით მოხვედრიოო, ჩვენ კი არ გვინდა, ქალბატონებს ასეთი შეურაცხყოფა ვინმემ მიაყენოს და ამის სამართლებრივი საფუძველი არსებობდეს. ამ პარლამენტში მოხვედრილი ქალი, რომელიცვ არ იყო წინა პარლამენტში და მოხვდა კვოტით, არის ყველა კვოტით მოხვედრილი,” – ამბობს ხვიჩია.

ტვპირველი

თეგები: ვახო მეგრელიშვილიიაგო ხვიჩია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved