• რეკლამა
  • კონტაქტი
22:33, ოთხშაბათი, 14 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გიორგი ვაშაძეს ენერგია არ აკლია და ნამდვილად შესაძლებელია გახდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი”

ალია ავტორი - ალია
18:11 08-29-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

ყოფილი მაღალჩინოსანი, დავით საყვარელიძე, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერზე, გიორგი ვაშაძეზე:

“მე დარწმუნებული ვარ გიორგიში, რომ გადამწყვეტ მომენტში ის დადგება მართალ, სწორ მხარეს. ვერ წარმომიდგენია გიორგი ბიძინა ივანიშვილის ან მათ მიერ განხორციელებული, რომელიმე პროექტის გვერდით. ზოგს საკუთარი ძალების იმედი აქვთ, დარწმუნებულები არიან თავიან თავში, თავიანთ ენერგიაში და ფიქრობენ, რომ ბევრად მეტი საქმის გაკეთება შეუძლიათ ვიდრე რომელიმე სხვას, ეს იწვევს ზოგჯერ იმას, რომ ვერ შედგება ხოლმე მოლაპარაკება ოპოზიციურ ძალებს შორის. ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ გიორგი არ დაიჭერს არასწორ მხარეს. შემიძლია ვთქვა, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდში ძალიან ბევრი ჯანსაღი ადამიანია გაერთიანებული, მე ღრმად არ ვიცნობ და არ ვიცი ვინ რას გააკეთებს მომავალში, მაგრამ ის რომ ბევრი ნორმალური ადამიანია რომლებსაც მართლა უნდათ საქართველოსთვის სიკეთე და საკუთარი თავისთვისაც სიკეთე განვითარების კუთხით, რომ გამოცდილება მიიღონ და დააგროვონ ამაში ეჭვი არავის ეპარება.

რაც შეეხება გიორგი ვაშაძეს, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენას, რეალურად, რომ ვიმსჯელოთ პრემიერ-მინისტრი ხდება ის ადამიანი ვისაც აქვს ხმათა უმრავლესობა პარლამენტში . თუ გიორგიმ აიღო ხმათა უმრავლესობა პარლამენტში ნებისმიერი გიორგიც და სხვა პოლიტიკოსიც გახდება პრემიერ-მინისტრი, ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური ლოგიკაა.


„ნაციონალურ მოძრაობას“ ჯერ არ დაუყენებია თავის პრემიერობის კანდიდატი და ალბათ დააყენებს და მანდ გაირკვევა ყველაფერი თუ რამდენად რეალურია ეს ამბავი, თუმცა არჩევნებია წინ გიორგის ენერგია არ აკლია და თუ ის ხმების უმრავლესობას მოიპოვებს პარლამენტში, ნამდვილად იქნება შესაძლებელი . საქართველოს ბოლო წლების მანძილზე არ ჰყოლია პრემიერ-მინისტრი, საქართველოს ჰყავდა ბიძინა ივანიშვილი და ეს კაცი ნიშნავდა ტექნიკურად სახეებს ამ პერიოდის მანძილზე, ანუ ნებისმიერი ენერგიული ადამიანი ვინც არ იქნება ბიძინას ხელქვეითი და არ იქნება მავნებელი და იქნება ტვინი , პოტენციალი და რესურსი იქნება საქართველოსთვის სიკეთის მომტანი”

თეგები: გიორგი ვაშაძედავით საყვარელიძესტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved