• რეკლამა
  • კონტაქტი
01:54, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გიორგი სიორიძე – საარჩევნო ადმინისტრაცია გახდა “ქართული ოცნების” დაგრძელებული ხელი და ინსტრუმენტი არჩევნებზე მანიპულაციებისთვის.

ალია ავტორი - ალია
15:54 10-26-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
174

„ლელოს“ გურიის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი სიორიძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა და საარჩევნო ადმინისტრაციის სამუშაო პროცესზე ისაუბრა.  

გიორგი სიორიძის განმარტებით, მოცემულ ვითარებაში ადმინისტრაცია „ქართული ოცნების“ დაგრძელებული ხელი და ინსტრუმენტია არჩევნებზე მანიპულაციისთვის. 

„საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა მიმართ ჩემი პატივისცემის  მიუხედავად, უნდა ითქვას, რომ ისინი მოახლოებულ არჩევნებზე  მანიპულაციებისთვის „ქართული ოცნების“ დაგრძელებულ ხელად არიან ქცეულები. დღევანდელი მონაცემებით, 12 ათას ადამიანამდეა კოვიდინფიცირებული. ასევე ათასობით განისაზღვრება ინფიცირებულთან კონტაქტების მქონე და იზოლაციაში მყოფთა რაოდენობა. ამ ფონზე, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, საარჩევნო ადმინისტრაცია  გამოსცემს დადგენილებას და აძლევს სპეციალური რეგისტრაციის საშუალებას ინფექციის გამო მობილობაშეზღუდულ პირებს. ინფიცირებულთა და იზოლირებულთა მხოლოდ 10 %-ს აქვს რეგისტრაცია გავლილი. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ ხელისუფლებას და საარჩევნო ადმინისტრაციას არ უწარმოებია შესაბამისი და სათანადო აგრესიულობით საჭირო საინფორმაციო კამპანია. მეორე მხრივ, სამწუხარო ფაქტია, რომ 27-დან 31 ოქტომბრამდე პერიოდში ჩვენ კიდევ დაგვემატება რამდენიმე ათასი კოვიდინფიცირებული და მათთან კონტაქტის გამო იზოლირებული პირები და ეს ამომრჩევლები საპარლამენტო არჩევნების მიღმა დარჩებიან,“ – განაცხადა გიორგი სიორიძემ.

სიორიძის განმარტებით, ქართულ სინამდვილეში მიმდინარეობს ხმებით მანიპულირების მაღალი რისკის შემცველი პროცესი. ეს მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აძლევს ხელს. ხელისუფლება ვალდებული იყო, ამ ვითარების პროგნოზირება მოეხდინა გაზაფხულზევე, როცა ინფექციის გავრცელების შეჩერება და პროცესის დროში გადავადება,  პრაქტიკულად, სრული ჩაკეტვით მოხერხდა.
„მაშინვე ცხადი იყო, რომ შემოდგომა ინფექციის გავრცელების მხრივ იქნებოდა მძიმე  და 31 ოქტომბერი, როგორც საარჩევნო დღე, იქნებოდა განსაკუთრებული პასუხისმგებლობით დასაორგანიზებელი. ამას სჭირდებოდა უმაღლესი საკანონმდებლო თვალსაზრისით გააზრება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება, რაც  „ოცნებამ“ არ გააკეთა და დღეს საზოგადოებას საარჩევნო ადმინისტრაციით ხელით სთავაზობს კონტექსტიდან ამოგლეჯილ, სათავისო და ამომრჩევლის უფლებების შემლახავ გადაწყვეტილებებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოქალაქეებს, რომ რეგულაციების ზედმიწევნით დაცვით და მაქსიმალური სიფრთხილით, აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. „ლელო“ ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ ამომრჩეველს მიეცეს თავისი მოქალაქეობრივი მოვალეობის სრულფასოვნად შესრულების საშუალება“, – აღნიშნა გიორგი სიორიძემ.


მან სოლიდარობა და თანადგომა გამოუცხადა „სამოქალაქო პლატფორმა 2020“-ს, რომელმაც დღეს საკონსტიტუციო სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვა ამ რეგულაციის შეჩერება.

თეგები: ლელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved