• რეკლამა
  • კონტაქტი
18:08, სამშაბათი, 14 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,გიორგი სანაიას მკვლელობის დროს შოთა ჭიჭიაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე საერთოდ არ იმყოფებოდა” – პროკურორი

ალია ავტორი - ალია
23:47 02-03-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
149

ჩვენს მიერ საარქივო მასალებიდან დადგინდა, რომ შოთა ჭიჭიაშვილმა საქართველოს ტერიტორია გიორგი სანაიას მკვლელობამდე ერთი თვით ადრე დატოვა, – ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. შესაბამისად, მისივე თქმით, საქმეზე კონსტანტინე ციხისთავის ჩვენება სარწმუნო ვერ იქნება. 

„კონსტანტინე ციხისთავის ჩვენება ჩვენ შეგვიძლია დავყოთ ორ ნაწილად. პირველი ეხება გიორგი სანაიას მკვლელობის დაგეგმვას და მის შესრულებას და მეორე ნაწილი, რომელიც უკავშირდება ვერსიას. თქვენთვის ცნობილია, რომ კონსტანტინე ციხისთავის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, მკვლელობის დაგეგმვა მოხდა მაღალჩინოსნების მიერ შსს-ში და ეს უშუალოდ აღსრულებული იყო, მევლუდ, იგივე შოთა ჭიჭიაშვილის მიერ. უნდა აღვნიშნო, რომ სამივე ეს ადამიანი გამოიკითხა. ვგულისხმობ, როგორც კახა ბაკურაძეს, რომელიც დასახელებულია ციხისთავის მიერ და იმ პერიოდში ეკავა შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა, ისევე, როგორც თამაზ თამაზაშვილი, შს სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი. ორივე ამ ადამიანმა უარყო რაიმე სახის კავშირი გიორგი სანაიას მკვლელობასთან. განსაკუთრებით ალბათ საგულისხმოა ციხისთავის ჩვენებაში მევლუდ, იგივე შოთა ჭიჭიაშვილის როლი, იმიტომ, რომ მის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, ეს პიროვნება არის ცენტრალური ფიგურა ამ დანაშაულებრივი გეგმისა. ჩვენ გამოძიების ეტაპზე დისტანციურად გამოვკითხეთ შოთა ჭიჭიაშვილი, რომელმაც კატეგორიულად უარყო მისი რაიმე შემხებლობა გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეში. ჩვენ ამ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით მოვიძიეთ გარკვეული ინფორმაცია და დადგინდა, რომ გიორგი სანაიას მკვლელობის დროისთვის შოთა ჭიჭიაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე საერთოდ არ იმყოფებოდა. ჩვენს მიერ საარქივო მასალებიდან დადგინდა, რომ შოთა ჭიჭიაშვილმა საქართველოს ტერიტორია დატოვა მკვლელობამდე ერთი თვით ადრე, ანუ 2001 წლის ივნისში და საქართველოში დაბრუნდა მხოლოდ 2004 წლის იანვარში, რაც ნიშნავს იმას, რომ კონსტანტინე ციხისთავის ვერსიაში დასახელებული ცენტრალური ფიგურა, გიორგი სანაიას მკვლელობის უშუალო შემსრულებელი, მისი თქმით შოთა ჭიჭიაშვილი, ფიზიკურად ამ დანაშაულს ვერ ჩაიდენდა, იმიტომ, რომ საერთოდ არ იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე. მისი ჩვენება ნამდვილად არ არის სარწმუნო“, – განაცხადა გულუაშვილმა.

(ვიდეო) – “გავიგონე, რომ თამაზაშვილმა გიორგი სანაიას მოშორების ბრძანება გასცა” – სკანდალური ინტერვიუ, სადაც გიორგი სანაიას მკვლელობაში ყოფილ მაღალჩინოსნებს სდებენ ბრალს
თეგები: ამირან გულუაშვილიგიორგი სანაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს

13:46 07-14-2026
ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო

16:31 07-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved